სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაციას მაძლევს ბავშვების სიყვარული და მათ ხვალინდელზე ფიქრი“- ნაზო ბორჩაშვილი, ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი
02-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზეახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაზო ბორჩაშვილი გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...


- სადაც ერთობაა, იქ გამარჯვებაა!

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ჩემი საყვარელი საქმიანობის რეალიზებას, თითოეული მოსწავლის საჭიროებისა და შესაძლებლობის შესწავლა-გამოვლენას და ამის მიხედვით სწავლებას. მათი პოტენციალის დადგენას და მოტივაციის ამაღლებისათვის აქტივობების განხორციელებას, ჩემი ცოდნა-გამოცდილების გაზიარება-გადაცემას, მომავალი თაობების ღირსეულ მოქალაქეებად, ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებისათვის ზრუნვას და უკუკავშირის შეფასებას.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- როდესაც ხდება თითოეული ბავშვის მოსმენა, საჭიროების დადგენა და ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობა, როდესაც ხდება თითოეული ბავშვის აღიარება და წახალისება, დაფასება და ზრუნვა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- ემოციის მართვა არის ყველაზე ეფექტური საშუალება ურთიერთთანამშრომლობისა და ეფექტური გარემოს შექმნისათვის.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- ყველა ბავშვის თვალებში ხედავდე სიხარულის ვარსკვლავებს, ყველა ბავშვი გყავდეს ბედნიერი და  გაღიმებული.

- მოტივაციას მაძლევს...

- ბავშვების სიყვარული და მათ ხვალინდელზე ფიქრი, მათი დაინტერესება და ჩემი მიზანი -  გავაცნობიერებინო  ამ   პროფესიის საჭიროება და შევასწავლო ეფექტიანად.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ყველა ბავშვის სახეზე ვხედავ ღიმილს, კლასში შესაძლებლობის მიხედვით აქტიურობენ,  როდესაც ყველა თანამშრომელი დღის ბოლოს აღნიშნავს, რომ  მათი  ბავშვები დღეს ძალიან მხიარულები  და აქტიურები იყვნენ. როდესაც ბავშვების საჭიროებიდან და  სურვილიდან გამომდინარე ერთობლივად გეგმავენ ღონისძიებებს და აქტივობებს, ურთიერთთანამშრობლობენ მიზნის მისაღწევად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება