სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახუნაოს საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა
02-11-2022
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს აქტივობები ეძღვნება. 

ამჯერად, სკოლაში აქტივობები, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, პედაგოგ დავით პირტახიას ხელმძღვანელობით გაიმართა. 

24 ოქტომბერს პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც პედაგოგმა კოლეგებს მედიაწიგნიერების კვირეულის შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

25 ოქტომბერს საუბრები და პრეზენტაციები ყალბი და ნამდვილი ამბების, ფეიკ ნიუსისა და სიძულვილის ენის შესახებ, მშობლების ჩართულობით, გაიმართა. 

ასევე, დავით პირტახიას ხელმძღვანელობით, 28 ოქტომბერს ტესტირება ჩატარდა. ტესტირებაში 1-ელი - მე-6 კლასის 16 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები მათ სპეციალურად დაწესებული პრიზები გადაეცათ.

საპრიზო ადგილები შემდეგმა მოსწავლეებმა დაიკავეს:

  • გიორგი ჭილაია - VI კლასი (კლასის ხელმძღვანელი-ნონა ცანავა);
  • ანრი ჯიჯელავა - V კლასი (კლასის ხელმძღვანელი-ნინო ქურდიანი);
  • მარიამი კალანდია - III კლასი (კლასის ხელმძღვანელი-ლეილა ბაძაღუა).
„დანარჩენ მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სკოლის წინაკვერკვეს განყოფილების მოსწავლეებმა მათე ცერცვაძემ, ეკატერინე ფირცხალავამ, გიორგი ძიძიგურმა და მართა ფირცხალავამ ერთობლივად დაამზადეს პლაკატი და გააკრეს კლასის ოთახში“,- ვკითხულობთ პედაგოგ დავით პირტახიას მიერ გავრეცლებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება