სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის იუბილეს მიძღვნილ კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ
02-11-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში
დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. 

მე- 2 კლასის მოსწავლეებმა, საყვარელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, რამდენიმე საინტერესო აქტივობები განახორციელეს. ისინი კალიგრაფიის კონკურსში მონაწილობდნენ, ახალგაზრდული შეხვედრების ოთახში იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას გაეცნენ. შემდეგ გადაინაცლეს ბიბლიოთეკაში, სადაც დიდი მწერლის მოთხრობებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და მათი ინსცენირება განახორციელეს. 

აქტივობებს მუსიკის პედაგოგი ხათუნა იობაშვილი და ქართული ენის მასწავლებელი ნათია ვარდანიძე ხელმძღვანელობდნენ.

„პატარები ხალისით და დიდი მონდომებით ასრულებდნენ სხვადასხვა როლებს. ბოლოს, იმსჯელეს მთავარ გმირებზე.
„მოდი ვნახოთ ვენახი“ ლექსის მიხედვით, რომლის ავტორი იაკობ გოგებაშვილია, ბავშვებმა დახატეს და მოისმინეს რამდენიმე სიმღერა შექმნილი მოცემული თემის შესახებ. ასევე, სცადეს შემღერება და ანსამბლურობის უნარჩვევის გამომუშავება“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
პირველი კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში ლექსებითა და სიმღერებეთ პატივი მიაგეს ,,დედაენის" შემოქმედს. მუსიკის პედაგოგმა ხათუნა იობაშვილმა, მოსწავლეებთან ერთად, წარმოადგინა ,,თხა და ვენახის" მუსიკალური კომპოზიცია.

„ჩვენმა პატარებმა დიდი სიყვარულითა და მოკრძალებით, თავისი პატარა ხელებით „მოქარგეს", დედაენის პირველი    სიტყვა: .აი ია“, - წერს ქართული ენის მასწავლებელი ხათუნა ქუთათელაძე, რომელიც ღონისძიების განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა.
 
გარდა ამისა, მე-3 კლასში გაიმართა ლიტერატურული ღონისძიება - „დედა-ენა ბურჯია ეროვნებისა".
მოსწავლეებმა გაიხსენეს დიდი მწერლის ბიოგრაფია, წაიკითხეს ნაწყვეტები მისი მოთხრობებიდან, იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ლექსები, წარადგინეს ინსცენირები, რომლებიც მისი მოთხრობების მიხედვით შექმნეს. აქტივობის ხელმძღვანელი ქართული ენის მასწავლებელი რუსუდან ლობჟანიძე იყო. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება