სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაციას ბავშვების სიყვარული მაძლევს“- ჟახუნდერის საჯარო სკოლის პედაგოგი მაყვალა ნიფჩვიანი
02-11-2022
-
+


„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია სამართლიანობაზე, ნდობაზე და სიყვარულზეა აგებული“- ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაყვალა ნიფჩვიანი სწორედ ამ ყველაფერზე დაყრდნობით ზრუნავს მოსწავლეთა სწავლა-განათლებაზე. მისთვის პროფესია - „პედაგოგი“ პასუხისმგებლობასთან ერთად ამავდროულად დიდი ბედნიერებაც არის.

რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს პედაგოგ მაყვალა ნიფჩვიანთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „თუ ვერ ვიხმარე სიტყვა სათქმელად,

სიკეთემ ტვირთი, თუ ვერ ასწია,

ცხოვრება მართლაც არის წამება

სიცოცხლეს მართლაც ჩალის  ფასი აქვს“

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- დიდ პასუხისმგებლობას, ამავდროულად დიდ ბედნიერებას.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- სამართლიანობაზე, ნდობაზე და სიყვარულზე აგებული.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- ბატონ ჯუნის ონიანის სიტყვებია, - „მასწავლებელი ვერ იქნები, თუ ბავშვები ძალიან არ გიყვარს“.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- სამართლიანობა.

- მოტივაციას მაძლევს...

- ბავშვების სიყვარული, საგნის სიყვარული.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- შევდივარ, ბავშვების ხალისიან ხმებს ვისმენ და მათ მოციმციმე თვალებს ვხედავ ათასი ეშმაკუნებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

„ჩვენი სკოლის უსაყვარლესი პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ ამ პროგრამას“

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება