სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგობა ჩემთვის მოწოდება და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა“ - რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი ილარიონ ლაბაძე
02-11-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლის დირექტორ ილარიონ ლაბაძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- არასდროს თქვა უარი განვითარებაზე.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგობა ჩემთვის მოწოდება და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- უნარი, რომელიც წაახალისებს და გაუზრდის მოტივაციას მოსწავლეებს, დასახული სასწავლო მიზნების სრულყოფილად მიღწევაში.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- დახმარების გაწევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე, ასეთი კი სასკოლო ცხოვრებაში საკმაოდ ბევრია.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- ხშირ შემთხვევაში არათანაბარ პირობებში სოფლისა და ქალაქის სკოლების ჩაყენება (ინფრასტრუქტურა, სასწავლო რესურსები, სახელოვნებო წრეები და სხვა).

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩვენს მიერ აღზრდილი ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- სასწავლო პროცესი მიმდინარეობს წარმატებულად, ყველა მასწავლებელი, მოსწავლე თუ ტექნიკური პერსონალი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს კარგად ართმევენ თავს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება