სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წარ­მა­ტე­ბულ პე­და­გოგს ორი რამ სჭირ­დე­ბა - უყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი და საკუთარი პრო­ფე­სია“- მაია ისიანი, ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი
02-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა?კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია?- etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ისიანი პასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა..

- „ისწავლე გუშინდელი დღიდან, იცხოვრე აწმყოში, იმედი გქონდეს ხვალინდელი დღის“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ჩემ­თ­ვის პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. წარ­მა­ტე­ბულ პე­და­გოგს, ვფიქ­რობ, სულ ორი რამ სჭირ­დე­ბა - უყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი და თა­ვი­სი პრო­ფე­სია. ეს ორი ფაქ­ტო­რი აძ­ლევს ბიძგს მას­წავ­ლე­ბელს მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბო­დეს, რაც ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბის და ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბის სა­წინ­და­რია.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის..

- მოსაუბრეს სათქმელის თქმა დააცადო, ეს არა მხოლოდ თავაზიანობაა, ასევე ძირითადი წინაპირობა იმისა, რომ სხვებს გაუგო. ეს ამარტივებს ურთიერთგაგებას და ნათლად ასახავს პიროვნების ფასეულ ელემენტებს. ყოველ ბავშვს, რომელიც რაღაცას ამბობს, როგორც წესი, სურს რამე გამოხატოს. სათქმელს შეიცავს სიტყვები, აგრეთვე ხმის ტონი, მიმიკა, თანმდევი სხეულის ენა. თუმცა უმნიშვნელოვანესი, რაც მას ამოძრავებს, არის გაზიარების და მოსმენის სურვილი. თუ მოსაუბრეს ნებას მივცემთ სათქმელი დაასრულოს, ეთიკური თვალსაზრისით ეს უდავოდ პოზიტიურად იმოქმედებს მასზე, სიტუაციაზე.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- ყოველთვის იყავით კორექტული, მაშინაც კი თუ თვლით, რომ მასწავლებელს თქვენი არ ესმის.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- არასაკმარისი ადამიანური რესურსები

- მოტივაციას მაძლევს...

- ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების გააზრება და სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე, უშუალოდ სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგცემს, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- არის თანამშრომლობა, კომუნიკაცია და უსაფრთხო ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო .უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს წარმოადგენს თუ სკოლას რეალურად სურს, ჰქონდეს პრეტენზია, რომ მის კედლებში მოსწავლეები დემოკრატიულ მოქალაქეებად იზრდებოდნენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება