სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია მათი მოსმენა და გადაწყვეტილების ერთად მიღებაა“-ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ დემეტრაშვილი
02-11-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორ მზევინარ დემეტრაშვილთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- დრო ყველაფერს დაალაგებს.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- დიდ პასუხისმგებლობას, როგორც მოსწავლის, ასევე სასკოლო საზოგადოების მიმართ.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მათი მოსმენა და მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- მახსოვს და ბევრჯერ გამითვალისწინებია - „ემოციურ ფონზე არც პასუხი გასცე და არც გადაწყვეტილება მიიღო“. დიდი პატივისცემა და სიყვარული ქალბატონ ნ.ჯ.-ს ჩემგან.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- განსაკუთრებით ბოლო დროს რეფორმებისა და სწრაფი ცვლილებების გაანალიზება, რომელიც ძალიან დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. ამას სერიოზული დაფიქრება სჭირდება. 

- მოტივაციას მაძლევს...

- სწორი უკუკავშირი და კეთილგანწყობილი გარემო. 

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ღიმილიან სახეებს ვხედავ და ყველა მოსწავლეზე დადებით ამბებს ვგებულობ, როგორც აკადემიური ასევე პიროვნული თვალსაზრისით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება