სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დაარსებიდან 60 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა 
01-11-2022
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლას დაარსებიდან 60 წლის იუბილე შეუსრულდა. ამ წლების განმავლობაში სკოლის კედლებში არაერთი ღირსეული მამულიშვილი აღიზარდა, რომელთა სწავლა - განათლებაზე პროფესიონალი და ღვაწლმოსილი პედაგოგები შრომობდნენ.

სკოლის იუბილე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა, რომელიც ემოციებით იყო სავსე. საიუბილეო ღონისძიება სკოლის კურსდამთავრებულებთან და ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრას მიეძღვნა.

„საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მშობლიურ სკოლას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თითქმის ყველა თაობის კურსდამთავრებული ეწვია, მათ შორის პირველი გამოშვების.

სკოლაში მოვიდნენ ის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებმაც საკუთარი შრომა წლების განმავლობაში მომავალი თაობის აღზრდას მიუძღვნეს. ამ დღეს გაიხსნა სტენდი, სადაც სკოლის მოკლე ისტორიაა ასახული. კედელზე ბინა დაიდო მცირე ფოტო არქივმა მისი არსებობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებების მოკრძალებული ჩამონათვალითა და ასევე სკოლის განსაკუთრებულმა მონაპოვარმა, წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ფოტოსურათებმა, რომლებიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მეცნიერებაში, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში წარმატებით მოღვაწეობენ.

ამ დღეს კურსდამთავრებულებმა მომავალ თაობას სხვადასხვა კლასებში შემეცნებით გაკვეთილებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. წარმატების ფორმულის ასახსნელად ისინი ახალგაზრდებთან დისკუსიაში ჩაებნენ და თავიანთ მიღწევებზეც ისაუბრეს. სკოლამ ამ დღეს საკუთარი ძალებით კულტურული ღონისძიებაც გამართა.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სტუმრებისთვის დერეფანში ერთგვარი ფლეშმობი მოაწყვეს. სააქტო დარბაზში კი სკოლის შემოქმედებითმა ვოკალურმა ანსამბლებმა სიმღერები წარუდგინეს მაყურებელს, შესრულდა საცეკვაო ნომრები.

საზეიმო საღამოზე იყო ბევრი თბილი მოგონება, გულთბილ ემოციებს შეხვედრაზე ვერავინ მალავდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები.

სკოლის ეზოში გაიხსნა სკოლის კურსდამთავრებულის, ექიმის, თსუ-ს პროფესორის, ზ. საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელის, არსენ გვენეტაძის მიერ შექმნილი მეტალის ქანდაკება „მადლიერება“, რომელიც მშობლიური სკოლისა და პედაგოგების მიმართ მადლიერების ნიშნად გადასცა ტყიბულის N6 საჯარო სკოლას.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა წიგნის სახით ბროშურა, რომელშიც სკოლის ისტორიაა გადმოცემული დაარსებიდან დღემდე, იდეის ავტორი ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექტორი, შოთა ჯინჯიხაძეა. გამოვიდა ასევე გაზეთ „ერქვანის“ საიუბილეო ნომერი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება