სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძევრის საჯარო სკოლაში გრიგოლ რობაქიძის 140 წლის იუბილე შთამბეჭდავად აღინიშნა
31-10-2022
-
+


უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა გამორჩეულია მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პიროვნებებს ეძღვნება.

ამჯერად, სკოლაში ქართველი კლასიკოსი მწერალის გრიგოლ რობაქიძის 140 წელი მრავალფეროვანი ღონისძიებების ფონზე იზეიმეს.

სასკოლო საზოგადოებამ თავდაპირველად სკოლაში ჩაატარა აქტივობა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა გრიგოლ რობაქიძის მიმართვა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

შემდეგ, კი მუნიციპალიტეტის მერიის და თავად მერის მოვალეობის შემსრულებლის, მანუჩარ რობაქიძის მხარდაჭერით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს ეწვივნენ, სადაც გრიგოლ რობაქიძის უდიდესი ნატვრა აღასრულეს. დიდი ქართველის მშობლების საფლავზე მამა პეტრემ სასკოლო საზოგადოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა.

„ქართველ კლასიკოს მწერალს, გრიგოლ რობაქიძეს 140 წელი შეუსრულდა. მიმართვა ქართველ ახალგაზრდებს - ათწლეულების მერეც კვლავ აქტუალური. ძევრის სკოლაში შესაფერისი პატივი მივაგეთ დიდ ქართველს და თანასოფლელს.

...მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს.  გრიგოლ რობაქიძე 140 დიდებულად და შესაფერისად დაწყებული და დასრულებული.

მხარდაჭერისათვის უდიდესი მადლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას და მერს, მანუჩარ რობაქიძეს.

შაბათს სვეტიცხოველში ძევრის სკოლასთან, მამულთან, ძევრელებთან და რობაქიძეების გვართან ერთად აღვასრულოთ დიდ ქართველის ნატვრა - რობაქიძის მშობლების, ტიტე რობაქიძის და ქეთევან ბოჭორიშვილის საფლავზე პარაკლისი გადაიხადა მამა პეტრემ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება