TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის სხვადასხვა კლასში მედიაწიგნიერების დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს
31-10-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასში მედიაწიგნიერების კვირეული საინტერესო აქტივობებით აღინიშნა. 

Vგ კლასში ჩატარდა მათემატიკის ინტერაქტიული გაკვეთილი თემაზე - „როგორ ხდება ციფრული, გლობალური სამყაროს ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბება“. მას მასწავლებელი მანანა წულაია უძღვებოდა. 
მოსწავლეები მედიაწიგნიერების რაობას გაეცნენ და იმსჯელეს, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ეს უნარი განვითარებული-  განსაზღვროს საჭირო ინფორმაციის მოცულობა; შეაფასოს საჭირო ინფორმაციის სანდოობა;  კრიტიკულად შეაფასოს ინფორმაცია და მისი წყაროები; საკუთარი ცოდნის ბაზაში გააერთიანოს შერჩეული ინფორმაცია და ეფექტურად გამოიყენოს ინფორმაცია მიზნის მისაღწევად.

მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების კავშირზე საუბრისას, მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა საინტერესო ფაქტები გაიხსენეს მათემატიკის გაკვეთილებიდან. 
 
„რაოდენ სასიამოვნოა, როცა მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ბრმად არ უნდა ენდო ინფორმაციას და მედიაწიგნიერება განყენებულად არ დგას, ის მხოლოდ ერთი კონკრეტული საგნის სასწავლი არ არის. მის განვითარებაში ყველა საგანს თავისი წვლილი შეაქვს და განსაკუთრებით მათემატიკის ლოგიკური მსჯელობით გაჯერებული კრიტიკული აზროვნება ამაღლებს მას, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ციფრული, გლობალური სამყაროს ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებას, რაც საოცრად მნიშვნელოვანია დღეს, რათა ადამიანმა დაკარგულად არ იგრძნოს თავი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

IVა კლასში ჩატარდა გაკვეთილი რომლის თემა „ცნობილი მოგზაურები“ იყო. მას მასწავლებელი თეა ჭუმბურიძე უძღვებოდა. 

სახელმძღვანელოში მოცემული მასალის პარალელურად, გაკვეთილზე ინტერნეტრესურსები გამოიყენეს, მათ შორის მასწავლებლის მიერ დამზადებული ელექტრონული წიგნი. გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდებით, მოსწავლეებმა შეძლეს მოცემული ინფორმაციის დახარისხება, მონაცემების დამუშავება და საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება.

Vგ კლასში კი ინგლისურ ენაში ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა იმსჯელეს ინტერნეტით გამოწვეულ საფრთხეებზე და დასახეს ალტერნატიული გზები დეზინფორმაციის თავიდან ასაცილებლად.

კლასის დამრიგებელი მანანა წულაიაა.

გაკვეთილზე მოსწავლეთა გახალისება, განსაკუთრებით, ტყუილების თემასთან დაკავშირებით, ბარონი მიუნჰაუზენის თავგადასავალის გაგებამ გამოიწვია, რომელიც მათდა გასაკვირად, რეალური პიროვნება იყო, თანაც, სამხედრო პირი, მამაცი მეომარი, სახელგანთქმული მონადირე და კარგი მთხრობელი.
კლასი გამოირჩეოდა აქტიურობით, რამაც გაზარდა მათი ინტერესი და მოტივაცია შესასწავლი საკითხის მიმართ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება