TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
31-10-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მასწავლებელმა, ლალი ბარქაიამ მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი, მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი დღე და ისაუბრა ანბანზე, მის წარმომავლობაზე, სიდიადეზე, იმაზე თუ რამდენად ძველი, უნიკალური და აღიარებულია ქართული ანბანი მსოფლიოში. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. შემდეგ კი მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მონდომებით დაიწყეს.

პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ბოლოს, ბავშვებმა გააფერადეს და ააწყვეს ფაზლი იაზე.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს

კლასის დამრიგებელი ლალი ბარქაია, ხოლო მუსიკის მასწავლებელი თინათინ ლაგვილავაა.

„ჩვენ ერთად შევაბიჯეთ ფეხი ანბანის ცოდნის სამყაროში! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! 
მასწავლებელმა მოიშველია დემნა შენგელაიას მოგონებებიდან სიტყვები: „ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი, ხელმეორედ მაშინ იბადებ,ა როცა ხელში იღებს დედაენას და გადაშლის მას“. შემდეგ მასწავლებელი გადავიდა ასო ბგერა ,,ი"-სა და ,,ა"-ს გაცნობაზე და ,,ა" და ,,ი" ბგერების ჩაწერაზე.
პატარები მოეფერნენ იას და დედაენას .იმღერეს, იცეკვეს და წაიკითეს ლექსები. დადებითი ემოციებით, სიყვარულით გაჯერებულებმა საზეიმო ვითარებაში ფეიერვერკებით დახურეს გაკვეთილი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება