სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მედიაწიგნიერების დღეები“- გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
28-10-2022
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულის აღნიშნვას შეუერთდნენ. 

სკოლაში პროექტის - „მედიაწიგნიერების დღეები“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. მასში მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „მედიაწიგნიერება/მედიაგანათლება“; ილუსტრაცია თემაზე - „მედიაწიგნიერება ჩვენი თვალებით“. ჩაატარეს გამოკითხვა თემაზე - „ინფორმაცია/მედიაწიგნიერება“. მთელი კვირის განმავლობაში, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მუშაობდნენ. მათ მუშაობის პროცესში ინტერნეტწყაროებიც გამოიყენეს. 

შემაჯამებელ ღონისძიებაზე აქტიური ჩართულობისა და მიღწეულ შედეგებისთვის, მოსწავლეები დააჯილდოვეს. პროექტს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნარგიზ პოდოსიანი ხელმძღვანელობდა.
 
„აღსანიშნავია ფაქტი, რომ ისინი სამუშაო პროცესში არამხოლოდ იღებდნენ თეორიულ ცოდნას მედიაწიგნიერებაზე, არამედ პრაქტიკულადაც სწავლობდნენ ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ამოცნობას/ ინფორმაციაზე კონტროლს. შემაჯამებელ ღონისძიებაში კი, მოსწავლეებმა გააზიარეს როგორც ძირითადი თემის შესახებ ინფორმაცია, ასევე საინტერესო ფაქტები და დეტალები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება