TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა
28-10-2022
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში შთამბეჭდავი ღონისძიებები გაიმართა. 

სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებთან და მე და საზოგადოებისა საგაკვეთილო პროცესში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები: გაკვეთილი, ფილმების ჩვენება - განხილვა, ტესტირება, თამაშები - „გაზომე შენი ცხვირი“. მიზანი კი სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

„გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2021 წლის 25 მარტს 75-ე სესიის ფარგლებში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაინიციატორიც საქართველოა. რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ტარდება.

ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება, რთულია ინფორმაციის მომხმარებელი მედიაწიგნიერების გარეშე გაუმკლავდეს ყალბი ინფორმაციით გამოწვეულ მავნე ზეგავლენას.

მოსწავლეები გაეცნენ და ისაუბრეს ყალბი ინფორმაციის მეთოდებზე, მისი ამოცნობის შესაძლებლობებზე. ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა კი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა. მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით შექმნეს საინფორმაციო ფლაერები“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება