TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქეთევან სვანიძემ მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები შესთავა
28-10-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, კომპლექსური დავალების მაღალ დონეზე შესრულების მიზნით საინტერესო აქტივობები ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან სვანიძემ.

მე-11 კლასში თემაზე - „ქართული რომანტიზმი და მისი მიმდევრები“, მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა ქართველ რომანტიკოსებზე, კერძოდ კი ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონში გამართულ არისტოკრატთა შეხვედრებზე.

მოსწავლეებმა გაიხსენეს და მიმოიხილეს რომანტიზმის მიმდევართა შედევრები. ამ მიზნით მასწავლებელმა გამოიყენა სლაიდები და ვიდეომასალა, აჩვენა ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული წინანდალში, სადაც ხშირად იკრიბებოდა ელიტარული საზოგადოება და სადაც პოეტები თავიანთ შედევრებს წარუდგენდნენ მათ.

გაკვეთილი საინტერესოდ, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

ასევე მე-9 კლასში კომპლექსური დავალების  კარგად გააზრების მიზნით, მოსწავლეებმა ვაჟა ფშაველას - „კაი ყმის“ მიხედვით დაწერეს ესე - „ვინ შეიძლება ჩაითვალოს დღეს გმირად“.

„მოსწავლეებმა გამოკვეთეს ვაჟა ფშაველას კაი ყმის თვისებები, შეადარეს ისინი დღევანდელ „კაი ყმებს“ (გმირებს) და აღნიშნეს, რომ დღეს არაა აუცილებელი ომში მოიპოვო გმირის სახელი. დღეს „კაი ყმა“ (ანუ გმირი) შეიძლება ეწოდოს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საფრთხეში იგდებს თავს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად (არგუმენტად მოიყვანეს სულ რამდენიმე დღის წინ დატრიალებული ტრაგედია ვაკის პარკში და ორი ბიჭის გადამრჩენელი დევი მეზურნიშვილი, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ეწოდოს გმირი). გაიხსენეს გიორგი ანწუხელიძე, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა სასტიკად აწამეს და მოკლეს. მოსწავლეებმა გმირებად დაასახელეს ექიმები, რომლებიც პანდემიის პირობებში ხალხის გადასარჩენად თავს არ ზოგავდნენ. გმირები უწოდეს ემიგრანტ დედებსა და ბებიებს, რომლებიც ოჯახებს მონატრებულნი არიან. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დღეს გმირი შეიძლება ეწოდოს ქალსაც და კაცსაც, რომ ამ საკითხში დაცულია გენდერული თანასწორობა. გამოითქვა ბევრი განსხვავებული მოსაზრებები. მოსწავლეებმა მართლაც საინტერესოდ გამოკვეთეს თანამედროვე გმირის სახე“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება