სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოწამლულია 50 ბავშვი და 2 მწვრთნელი“ - შემთხვევა აუზზე
26-10-2022
-
+


გავრცელებული ინფორმაციით, სპორტულ ცენტრ „იმედში" ათობით ბავშვი და 2 მწვრთნელი, სავარაუდოდ, ქლორის გადაჭარბებული რაოდენობით მოიწამლა. მშობლები პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვენ.

„50 ბავშვია მოწამლული, ასევე ორი მწვრთნელი. ადმინისტრაცია არაფერს გვეუბნება. არსებობს ვიდეოები, რომელიც ადასტურებს, რომ ბავშვების აუზში ყოფნის დროს ადმინისტრატორი აუზის სივრცეში შედის და შიგნით ქლორს ყრის“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

„ბავშვებმა და მწვრთნელებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. მერია ყველაფრის საქმის კურსშია და მაინც არანაირი რეაგირება არ მოხდა“, -განაცხადა ერთ-ერთმა მწვრთნელმა.

ბრალდებას სპორტული ცენტრის ადმინისტრაციამ უპასუხა. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, წყლის ქიმიური დამუშავება მხოლოდ ცარიელ აუზში ხდება და გამოიყენება ესპანური წარმოების (მწარმოებელი DIASA) ქლორი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია გააჩნია. მათი ინფორმაციით, სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრები, სადაც ასახულია ადმინისტრაციის თანამშრომლის მიერ მოცურავე ბავშვებით დატვირთულ საცურაო აუზში სადეზინფექციო საშუალების გამოყენების პროცესი სიმართლეს არ ასახავს და გავრცელებული ვიდეოკადრები გადაღებულია ზაფხულის პერიოდში, სადაც რეალურად აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცესია ასახული. მათივე განმარტებით, პერსონალს, რომელიც ჩანს კადრებში, ხელში სინჯარა უჭირავს და წყლით ავსებს.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სპორტულ ცენტრ „იმედთან“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ბავშვებმა საცურაო აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს, მორიგი ტყუილი და სიცრუეა.

მისი თქმით, აუზის წყლის ტესტირებისას აღმოჩნდა, რომ წყალში ქლორი და Ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ამასთან, იგივე დაადასტურა კიდევ დამატებით ჩატარებულმა კომპლექსურმა კვლევებმაც.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება