სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ყველაფერი გააკეთეთ, რათა აგვისტოში თქვათ, რომ მანანას დისშვილზე მაღალი ქულები აიღეთ და ნანულის შვილიშვილზე უკეთეს ადგილას მოხვდით“ - რჩევები
28-10-2022
-
+


აბიტურიენტები 2023 წლის ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან და მიუხედავდ იმისა, დრო ჯერ საკმაოდაა, ისინი მაინც ნერვიულობენ მომავალ ტესტირებაზე. ასეთ დროს კი თითოეულ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. etaloni.ge ყოფილი აბიტურიენტის და ახლა უკვე სტუდენტის, გიორგი ბერიას ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

მოკლედ, ვინც ახლახან დაიწყეთ მზადება ეროვნულისთვის, ჩემს ამბავსაც მოგიყვებით, რომ დასაწყისშივე პატარა მოტივაცია მოგცეთ.

ზუსტად ერთი წლის წინ მეც თქვენსავით გაწამაწიაში ვიყავი, მაგრამ არც ერთი ღამე არ გამითენებია სწავლაში, არც მთელი დღე მიხლია თავი წიგნისთვის, მეტიც, სადაც მინდოდა ყველგან დავდიოდი. მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვისაც მოვემზადე, ჩავაბარე, მერე პრაქტიკულისთვისაც მოვემზადე და ეგეც ჩავაბარე, ისე, რომ არც ერთი გაკვეთილი არ გამიცდენია რეპეტიტორთან და პლიუს ყოველთვის ნასწავლი მივდიოდი. მოკლედ რომ ვთქვა, დრო უნდა გადაანაწილოთ სწორად და თავი არ გადაიღალოთ (მთლად ისე არ ქნათ, რომ ხელი აიღოთ სწავლაზე) მიეცით თქვენს თავს დასვენების საშუალება. როცა ხედავთ, რომ რაღაცას ალღოს ვერ უღებთ, გადადეთ, ცოტახანს დაისვენეთ და გააგრძელეთ. როცა გადაიღლებით, აუცილებლად განიტვირთეთ. ერთი დღე მთლიანად დასვენებისთვის გამოყავით. დაისახეთ მიზანი და თავს დააჯერეთ, რომ მას აუცილებლად მიაღწევთ. დააფასეთ საკუთარი შრომა, დააფასეთ მშობლების შრომა, რომლებიც თქვენ უზრუნველგყოფენ საჭირო რესურსით და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ აგვისტოში მეზობლებს უთხრათ, რომ 200%-იანი გრანტით მოეწყვეთ, მანანას დისშვილზე მაღალი ქულები აიღეთ და ნანულის შვილიშვილზე უკეთეს ადგილას მოხვდით (ვხუმრობ, სხვის დასანახად რამის გაკეთებისგან თავი შეიკავეთ, თქვენი თავისთვის იშრომეთ).

ასე და ამგვარად, ვარ ილიას პირველკურსელი 70%-იანი გრანტით (ცოტა დამაკლდა 100-მდე).

მთავარი გამომრჩა, არ ინერვიულოთ არაფერზე, თუ ამას მოახერხებთ, ჩათვალეთ კოზირი გიჭირავთ.

წარმატებები ყველას!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება