სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტი მოემსახურება - დადგენილება
24-10-2022
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით,  აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება. 

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია გამოყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსები. დღეის მდგომარეობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 13 სრული საბავშვო ბაღი და 3 ალტერნატიული   სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1100 -ზე მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ჯამში დასაქმებულია 253 ადამიანი.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი  სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ - საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით. მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში ისარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1161 ბავშვი, ქ. ახალქალაქიდან და 31 სოფლიდან. ასევე, საბავშვო ბაღების მოსწავლეები უზრუნველოფილნი იქნებიან ტრანსპორტით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

​შემოდგომის თემატიკაზე დაფუძნებული ტურის ფარგლებში, პატარებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება