სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„მოსწავლეების არაფორმალურ განათლებაში „ეტალონს“ დიდი წვლილი აქვს“-სიღნაღის, ოზურგეთის, მცხეთისა და ლენტეხის ეტალონი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია
17-10-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის სიღნაღის, ოზურგეთის, მცხეთის და ლენტეხის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤ „სიღნაღის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ხორნაბუჯის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ქურციკიძე

➤ „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიგი მჟავანაძე

➤ „მცხეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - წეროვნის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლუკა სამაშვილი

➤ „ლენტეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ჟახუნდერის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ონიანი

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის შესახებ შთაბეჭდილებებს etaloni.ge-ს  „ეტალონი მოსწავლეები“, დირექტორები და პედაგოგები უზიარებენ.

ბადრი ქარდავა, ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელშიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად მონაწილეობენ. მოსწავლეები და პედაგოგები ჩემპიონატის ჩატარებას ყოველთვის მოუთმენლად ელიან. წელს, „ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“ ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, მარიამ ონიან გახდა. მინდა მივულოცო და მომავალი წარმატებები ვუსურვო. ვფიქრობ, „ეტალონი“ ყველაზე რეიტინგული ინტელექტუალური ჩემპიონატია და მინდა პროექტს და მის ავტორს, სკოლების თანამდგომს, გოჩა ტყეშელაშვილს წარმატებები ვუსურვო. ავტორებს მადლობას ვუხდი, რომ ჩვენი ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაში დიდი წვლილი აქვთ. პროექტი მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციას უზრდის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს ასწავლის. მოსწავლეებს სწრაფ და დამოუკიდებელ აზროვნებას ასწავლის. „ეტალონი“ ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის ახლობელია.

მარიამ ონიანი, „ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“:

„ლენტეხის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსს არ ველოდი, თუმცა ათეულში მოხვედრის მოლოდინი მქონდა. ტესტები საშუალო სირთულის იყო და ძირითადი აქცენტი გავლილ მასალაზე იყო. დაფიქრებას მოითხოვდა პასუხების გაცემა. ეს მნიშვნელოვანი სტატუსი ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ამავდროულად, საპასუხისმგებლოა, რადგან დასკვნით ეტაპზე სხვა მუნიციპალიტეტების ბავშვებთან მომიწევს ასპარეზობა. ვფიქრობ, პროექტში ჩემი თანატოლები აქტიურად უნდა ჩაერთონ, რადგან ადამიანის აზროვნების უნარს ძალიან ავითარებს.

ნინო აფრასიძე, ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლას, მოსწავლეებს და პედაგოგებს „ეტალონი“ ძალიან მოგვწონს. მოსწავლეები სულ მზადყოფნაში არიან, რომ პროექტში ჩაერთონ. მაქსიმალურად ცდილობენ ჩემპიონატი არ გამორჩეთ. ვფიქრობ, პროექტი მობილიზებას უკეთებს, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად კარგად იმეცადინონ, როდესაც რაიმეს ვერ იგებენ პასუხებს ეძებენ. მთლიანად სკოლას და პედაგოგიურ კოლექტივს გვიხარია, რომ ჩვენი მოსწავლე გახდა „ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“. ძალიან ბედნიერები ვართ და მარიამს ამ წარმატებას ვულოცავთ.


ლელა იმედაშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი:

შეიძლება ითქვას „ეტალონთან“ ისტორიული თანამშრომლობა გვაქვს და შეიძლება ითქვას პროექტთან დიდი ხანია ვმეგობრობთ. პროექტი ყველაზე იდეალურად ახერხებს მოსწავლეების უნარების გამოვლენას. კონკურსში მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ღირსეული ბავშვები იმარჯვებენ, რაც ჩემპიონატის ობიექტურობასა და სამართლიანობაზე მეტყველებს. ყოველი ახალი გამარჯვებული დამატებითი სტიმულია, რომ ბავშვები კონკურსში უფრო აქტიურად ჩაერთონ. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონის“ ღირსეულ გუნდს და ყველა იმ ბავშვს, რომელიც კონკურსში მონაწილეობს. ასევე, ჩემს გიგის, რომელმაც გვასახელა და გვეამაყება მისი წარმატება. ვულოცავ გიგი მჟავანაძეს კიდევ ერთხელ ამ წარმატებას, მისგან ეს გამარჯვება არ გამკვირვებია. პროექტმა აჩვენა, რომ ოზურგეთსა და არამხოლოდ ოზურგეთში, ღირსეული თაობა გვყავს.

გიგი მჟავანაძე, „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე“:

სიმართლე, რომ ვთქვა კარგ შედეგს ველოდი, თუმცა I ადგილს არა. ძალიან კარგი ტესტები იყო, წარმატებაში ლოგიკა ძალიან დამეხმარა. ჩემი აზრით „ეტალონს“ მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პროექტი ზოგად განათლებას ძალიან კარგად ტესტავს და ბავშვებს მოტივაციას გვაძლევს მეტი ვიმეცადინოთ, რომ გავიმარჯვოთ. ჩემთვის „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი საპასუხისმგებლოა, რადგან როდესაც „ეტალონი“ ხდები არ შეგიძლია სწავლას თავი დაანებო. ყოველთვის კარგად უნდა ისწავლო, რადგან შენგან მუდამ კარგ შედეგს ელიან.

ფატი სიორიძე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლის ეს წარმატება დიდი ბედნიერება და სიხარულია. გიგი მჟავანაძისგან არ გამკვირვებია, რადგან პირველი კლასიდანვე ყოველთვის გამოკვეთილი მოსწავლე იყო. ყველა საგანს არაჩვეულებრივად სწავლობს. მისი ეს წარმატება მიანიშნებს, რომ პედაგოგები აქტიურად მუშაობენ. ზოგადად „ეტალონთან“ წლების თანამშრომლობა გვაკავშირებს და მოსწავლეები პროექტში აქტიურად ერთვებიან. მისი საშუალებით ბავშვები საგნობრივ ცოდნას იმოწმებენ, თუ რომელ საგანში რა ცოდნა აქვთ.

ნათია თავართქილაძე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ჩვენი სკოლისთვის გიგის წარმატება დიდი მოტივაციაა. ძალიან გვიხარია, რომ გიგიმ ოზურგეთის მასშტაბით ასეთ წარმატებას მიაღწია. ვფიქრობ, პროექტი მოსწავლეებს ცოდნის მობილიზებაში ეხმარება. ბავშვები მისი საშუალებით საკუთარ ცოდნას უყრიან თავს და ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედების უნარებს ივითარებენ.


ლია ბეჟაშვილი, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ჩვენი რესურსცენტრი მხარს აქტიურად უჭერს, რადგან ბავშვები პროექტში ხალისით მონაწილეობენ. ჩემპიონატში ისეთი კითხვებია, რომლებიც სწრაფ აზროვნებას საჭიროებს და მოსწავლეებს სწორედ ამ კუთხით ავითარებს. ასევე, წახალისებაა, რომ გამარჯვებულ ბავშვებს სხვებისგან გამოარჩევს და უბიძგებს უფრო მეტი იმუშაონ. ძალიან კარგი პროექტია და მახარებს, რომ „სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ ხორნაბუჯიდან გახდა.

მარიამ ქურციკიძე, „სიღნაღის ეტალონის მოსწავლე“:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ასეთ მაღალ ქულას თუ მივიღებდი არ მეგონა. ტესტები ძალიან მომეწონა, რადგან კითხვები ძალიან კარგი იყო. ჩემთვის „სიღნაღის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ძალიან სასიხარულოა. არ ველოდი ასეთ წარმატებას.

მანანა ხატიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოსწავლის ამ გამარჯვებით ძალიან გახარებულები ვართ. მარიამი მოწესრიგებული, მშრომელი გოგონა და მინდა, მის მშობლებსა თუ პედაგოგებს ასეთი ბავშვის გაზრდისთვის მადლობა ვუთხრა. „ეტალონი“ მოსწავლეებს დიდ გამოცდილებას აძლევს, რომ მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ. მისი საშუალებით მოსწავლეები უფრო მეტად ვითარდებიან. ვფიქრობ, „ეტალონი“ დიდ როლს ასრულებს ისეთი თაობის ჩამოყალიბებაში, რომელზეც საქართველო უნდა იდგეს.

მარინა მჭედლიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის პედაგოგი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტია და მივესალმები მას. ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობას სწავლობენ და თვითშეფასებას უფრო მეტად იმაღლებენ. ასევე სწავლაში თუ რაიმე შეფერხება აქვთ და რომელიმე კითხვას პასუხი ვერ გასცეს, ცდილობენ მეტი იმუშაონ, რომ მომავალ წელს უფრო კარგი შედეგი მიიღონ. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტია რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მასში უკვე წლებია ვმონაწილეობთ.



ბექა იორდანაშვილი, მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩართულობისა და ყოვლისმომცველობის მხრივ „ეტალონი“ ერთადერთი პროექტია. პირადად მე მსგავსი ჩემპიონატების სიმრავლეს ვისურვებდი, რადგან მისი საშუალებით ბავშვებს მეტი გასაქანი აქვთ, რომ საკუთარი ცოდნა გადაამოწონ. „ეტალონი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავისი ცოდნა შეამოწმოს და პიროვნული კუთხით უფრო მეტად გაიზარდოს. ეს ყველაფერი მომავალი თაობისთვის ბევრს ნიშნავს. ბავშვებს პროექტის საშუალებით შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი უნარები შეამოწმონ. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ყოველთვის ჰქონდა ჩვენი მხარდაჭერა და ეს ასეც გაგრძელდება. სხვათაშორის, ჩვენი რესურსცენტრის გარეშე სკოლებმა თვითორგანიზება ძალიან მაღალ დონეზე შეძლეს და ეს უკვე ტრადიციად იქცა. 

ლუკა სამაშვილი, „მცხეთის ეტალონი მოსწავლე“:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ათეულში მოხვედრას ველოდი, თუმცა I ადგილზე გასვლას არა. ძალიან გახარებული ვარ. ვფიქრობ, ტესტები ძალიან რთული არ იყო. ჩემთვის „მცხეთის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი პასუხისგმებლობაა, რომ მეტი ვიშრომო და ვისწავლო, რათა უფრო მეტს მივაღწიო. ჩემს თანატოლებს ჩემპიონატში მონაწილეობას ვურჩევ, რადგან შესანიშნავი საშუალებაა საკუთარი თავი გამოსცადონ და მიხვდნენ, როგორი ცოდნა აქვთ.

მარინა წამალაიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლის ასეთი წარმატება ძალიან გვიხარია და გვეამაყება. ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩვენი სკოლა დიდი ხანია ჩართულია. ვფიქრობ, პროექტი მოსწავლეებს ასწავლის თუ როგორ უნდა მოიქცნენ კონკურენციისა და გამოწვევების პირობებში. ასევე, საკუთარ ცოდნას იღრმავებენ რაც ასევე მნიშვნელოვანია. პროექტში უამრავი ბავშვი მონაწილეობს და მასში ჩართულობა ძალიან დიდი გამოცდილებაა. სხვათა შორის, მე-6 ადგილზეც ჩვენი მოსწავლე რატი სოხაშვილი გავიდა, რაც ასევე ძალიან გვახარებს.

ნათია სოხაშვილი - კვინიკაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ლუკას წარმატების მოლოდინი ყველას ნამდვილად გვქონდა, რადგან ძალიან კარგი მოსწავლეა და მისი წინსვლა გვიხარია. ვფიქრობ, ბავშვები პროექტში აქტიურად უნდა ჩაერთონ, რადგან ძალიან დიდ ცოდნას მიიღებენ და შეამოწმებენ თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება სწავლის კუთხით.



ასევე იხილეთ:

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - სიღნაღი, ოზურგეთი, მცხეთა და ლენტეხი

„ეტალონი“ ის პროექტია, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი - სიღნაღის, ოზურგეთის, მცხეთისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართა

სიღნაღის, ოზურგეთის, მცხეთის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობით მოსწავლეებიცა და პედაგოგიც კმაყოფილები იყვნენ
ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება