სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ის პროექტია, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი - სიღნაღის, ოზურგეთის, მცხეთისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართა
12-10-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალსო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

11 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი სიღნაღის, ოზურგეთის, მცხეთის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 13 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორებმა ისაუბრეს. 

სოფიო კუბლაშვილი, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა, „ეტალონს“ მხოლოდ მივესალმები და კიდევ ერთი შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდი. ზოგადად, რაც უფრო მეტ კონკურსში ჩაერთვებიან მოსწავლეები, მით უკეთესი მათი განვითარებისთვის. ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, დაინტერესებულები იყვნენ, მათ ჩვენც ხელი შევუწყვეთ. საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს „ეტალონთან“ თანამშრომლობის. გასულ წელსაც ვერთვებოდით, თუმცა ვფიქრობ, რომ წელს მოსწავლეები უფრო აქტიურები იყვნენ.

ლეილა კუპრაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგია, მოსწავლეები სიხარულით შეხვდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ, ჩემი სკოლის მოსწავლეები აქტიურები არიან, სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში ერთვებიან. მათ შორის, რა თქმა უნდა, „ეტალონიცაა“. პანდემიამდე პერიოდში ჩვენმა მოსწავლემ პირველი ადგილიც დაიკავა.

ნინო ჩეკურიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

მოსწავლეებმა ტესტირება ეტაპობრივად გაიარეს. ზოგიერთმა მათგანმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ კითხვები ერთულა. ვფიქრობ, უმჯობესია ჩემპიონატი ისევ დასწრებით ფორმატში იმართებოდეს. ამჯერად, მოსწავლეებს ძალიან კარგი შედეგი არ დაუდიათ, თუმცა გამოცდილება მიიღეს და ეს კარგია. განვმეორდები, რომ დასწრებითი ფორმატი ჯობდა, მაშინ მოსწავლეები უფრო აქტიურები იყვნენ. ეს უფრო შრომატევადი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის უკეთესი იყო.



ნინო ონიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ: 


ტესტირებამ ორგანიზებულად ჩაიარა, კომპიუტერული ტექნიკა გამართული იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ. მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებიდან, ყველა დარეგისტრირდა და ტესტირება გაიარა. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ კარგი და საინტერესო პროექტია. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუ ისევ დასწრებით ფორმატში გაიმართება. 

ლალი ონიანი, დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

ბავშვები „ეტალონში“ უდიდესი მონდიმებითა და ყურადღებით ჩაერთნენ. ტესტირება დამოუკიდებლად გაიარეს. ორი მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა, ერთ-ერთმა მათგანმა სახლში იმუშავა, ხოლო მეორემ სკოლაში. დანარჩენებმა ბარიერი ვერ გადალახეს, თუმცა მონაწილეობით მაინც კმაყოფილები არიან. ვისურვებდით, რომ ყოველ წელს კიდევ და კიდევ გამეორდეს. საუკეთესო კონკურსია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა თავიანთი თავი შეაფასონ. 

შორენა ქურასბედიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ ტესტირება სკოლაში მიმდინარე მნიშვნელოვან ღონისძიებას დაემთხვა. ჩვენს სკოლას აფხაზეთის ომის გმირის ლაშა ქურასბედიანის სახელი მიენიჭა და გუშინ გახსნითი ღონისძება გვქონდა. მოვახერხეთ ის, რომ მოსწავლეები ცალ-ცალკე ცარიელ ოთახებში გაგვეშვა და ტესტირება იქ გაევლოთ. ფაქტობრივად, ფორსმაჟორულ ვითარებაში იყვნენ. მეორე ეტაპზე 1 მოსწავლე გადავიდა. სიმართლე გითხრათ, ისეთი დატვირთული დღე იყო, იმის დროც კი არ მქონდა, რომ მაშინ მოსწავლეებისთვის მეკითხა თუ კონკურსმა როგორ ჩაიარა. როგორც შემდეგ გავიგე, შექმნილი ვითარების გამო, ზოგიერთმა მათგანმა ვერ მოახერხა, რომ სრულფასოვნად ემუშავა. იმ დღიდან, რაც პროექტი „ეტალონი“ გაჩნდა, ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. ვებ-გვერდი ხომ საერთოდ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ყველას უღრმესი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ და ჩვენთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მინდა, რომ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ და უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ. „ეტალონი“ ის პროექტია, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი, მჯერა და რომელში მიღებული წარმატებებიც ბავშვებს არასოდეს არ ავიწყდებათ. ვეცდები, მოსწავლეებთან ერთად, კიდევ უფრო მეტად ვიაქტიურო. გუშინდელზე ცოტა გული მწყდება, რადგან რომ არა ეს ღონისძიება, უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო. ჩოხებში გამოწყობილი მოსწავლეები ხან ერთ ოთახში გარბოდნენ, ხან მეორეში რომ მონაწილეობა მიეღოთ.


ნანა შანშაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც ვიცი, ტესტირებამ ორგანიზებულად ჩაიარა. ზოგიერთი მოსწავლე სკოლიდან ჩაერთო. ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობის სურვილი აქვთ. ისინი „ეტალონის“ გამართულ აქტივობებში აქტიურად ერთვებიან. ონლაინ სწავლების პროცესის დროს განსაკუთრებული მონდომება პატარებმა გამოიჩინეს და „იზრუნეს“ ტესტებს ასრულებდნენ. ძალიან გახარებულები იყვნენ, სიგელებს რომ ღებულობდნენ. ნამდვილად საუკეთესო პროექტია, რომელიც მოსწავლეთა განათლების დონის გაღრმავებასა და მათ განვითარებას ემსახურება. მოხარული ვიქნები, თუ ასე გაგრძელდება და უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთვება.

ეკა კოზაკიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც ვიცი, ტესტირებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა. მოსწავლეებს კითხვებთან დაკავშირებით ნამდვილად არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ. აქტივობა მაღალი იყო. ჩემი აზრით, მსგავს პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული მათგანი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ცოდნა გამოავლინოს და საკუთარი თავი გამოსცადოს.

მანანა მათეშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ მიმდინარეობის პროცესს ვაკვირდებოდი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეთა 80% დარეგისტრირდა. ვისაც სურვილი და ინტერესი ჰქონდა, ტესტირება გაიარა. ვფიქრობ, აღნიშნული ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგი პროექტია, მოსწავლეებისთვის სასარგებლოა, რადგან სწავლის მოტივაციასა და სურვილს უზრდის.


ირმა მენაბდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი საკმაოდ ბევრი მოსწავლე იყო. მათი რაოდენობა 28 იყო. ჯერ ჩვენ შიდასასკოლო „ეტალონს“ ვატარებთ კლასების მიხედვით. შემდეგ მათგან საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს ვარჩევთ. კომპიუტერების სიმცირის გამო 3-3 მოსწავლე შედიოდა კაბინეტში, ტესტირებას ძალიან მალე გადიოდნენ. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ ბევრმა მიიღო მონაწილეობა, ზოგიერთმა მათგანმა ტესტი სახლში შეასრულა. რამდენიმე მოსწავლემ აღნიშნა, რომ არც ისე რთული კითხვები იყო.

ავთანდილ კეჭაყმაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში „ეტალონის“ მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, მოსწავლეები სიამოვნებით, დიდი ინტერესით მონაწილეობენ. რაც შეეხება ტესტირების პროცესს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაიმართა. მსგავს კონკურსებში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის საინტერესოა. მათ მოტივაცია ეზრდებათ, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უხარიათ და ცოდნას კიდევ უფრო იღრმავებენ. მადლობელი ვართ „ეტალონის“, რადგან მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

ხათუნა წილოსანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები კომპიუტერების კაბინეტში შედიოდნენ და დამოუკიდებლად მუშაობდნენ. მათი ნაწილი კმაყოფილი იყო, დანარჩენები ცოტა მოწყენილები იყვნენ. სულ 14 მოსწავლე დარეგისტრირდა, ტესტირება კი 13-მა გაიარა. ვფიქრობ, მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრებები მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, თუ რაიმე წამახალისებელიც იქნება, ბავშვებს თავიანთი ცოდნის აღიარება უყვართ. ახლაც „ეტალონის“ სიგელები ყველა მათგანს ამოვუბეჭდეთ. დიდი მადლობა პროექტს ამისთვის. 



ასევე იხილეთ:

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - სიღნაღი, ოზურგეთი, მცხეთა და ლენტეხი

სიღნაღის, ოზურგეთის, მცხეთის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება