სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა განსხვავება ჟესტური ენის თარჯიმანსა და ჟესტური ენის სპეციალისტს შორის - ტერმინები, რომელიც ინკლუზიური განათლების მიმართულებით უნდა იცოდეთ
13-10-2022
-
+


ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის წესში განმარტებულია ის ტერმინები, რომელიც აღნიშნული მიმართულებით გამოიყენება. 

 წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები – სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ჟესტური ენის სპეციალისტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი;

ბ) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის დაწყებით საფეხურზე და ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესში მის ჩართვას დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე;

გ) ფსიქოლოგი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა კოგნიტური, აკადემიური, სოციალური და ფუნქციონალური უნარების შეფასებას, მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და  განხორციელების პროცესში, უწევს კონსულტირებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებსა და სხვა სპეციალისტებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიების და ქცევის მართვის შესახებ;

დ) ოკუპაციური თერაპევტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სკოლის გარემოში ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი უნარების შეფასებას და განვითარებას თერაპიული ჩარევის, აქტივობებისა და გარემოს მორგების, ადაპტური საშუალებების შერჩევისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლებაში ჩართული პირების კონსულტირების გზით;

ე) ენისა და მეტყველების სპეციალისტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს ენისა და მეტყველების დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენობრივი, სამეტყველო და კომუნიკაციური უნარების შეფასებასა და განვითარების ხელშეწყობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლებაში ჩართული პირების კონსულტირებას;

ვ) ჟესტური ენის თარჯიმანი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს სმენის დარღვევის მქონე/ჟესტური ენის მომხმარებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ქართული ენიდან ქართულ ჟესტურ ენაზე და პირიქით, ქართული ჟესტური ენიდან ქართულ ენაზე თარგმანს;

ზ) ჟესტური ენის სპეციალისტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც სმენის დარღვევის მქონე/ჟესტური ენის მომხმარებელ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის ქართულ ჟესტურ ენას;

თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი - პირი, რომელიც ინდივიდუალურ მხარდაჭერას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს სხვადასხვა საგანმანათლებლო და ფუნქციური აქტივობის დროს;

ი) მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უსინათლო და მცირე მხედველ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ასწავლის მობილობასა და სივრცეში ორიენტაციას;

კ) რესურს-ოთახი – სკოლაში არსებული სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომია მასწავლებლების, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის და აღჭურვილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე აუცილებელი  მატერიალურ-ტექნიკური რესურსით, რომელსაც განსაზღვრავს სკოლა და/ან სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი);

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება