სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს მაღალმთიან აჭარაში მივიწყებული ხელსაქმის მასტერკლასი ჩაუტარდათ
06-10-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ხშირად მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები სოფელ ჩაოს მკვიდრი ქალბატონების უდიდესი ხელშეწყობით, სასტუმრო „შატო ჩაოს“ ვერანდაზე მოწყობილ მასტერკლასში ჩაერთნენ.

ბავშვებმა ღონისძიების ფარგლებში შექმნილი აჭარული ნაქარგები - „დაროშკები“ და ნაქსოვები გამოფინეს. აღსანიშნავია, რომ მასტერკლასს ჩეხი ჟურნალისტი ტერეზა ჰრონოვა (Tereza Hronova) ესწრებოდა.

პედაგოგმა, მზია შავაძემ აღნიშნა, რომ მოსწავლეების აქტივობაში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მასტერკლასი მაღალმთიან აჭარაში მივიწყებული ხელსაქმის პოპულარიზაციასა და მის განვითარებას ემსახურებოდა.

„მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ, უფროსი თაობის მიერ მატყლის დამუშავების პროცესი. ამ დღეს მოსწავლეებმაც თვითონ შექმნეს ნამუშევრები, ნაქარგები და ნაქსოვები, რომელიც გამოფენას შეემატა.

ამ განსაკუთრებულ დღეს აგრეთვე ესწრებოდა უცხოელი ჟურნალისტი ჩეხეთიდან, რომელმაც დოკუმენტური ფილმი გადაიღო, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალბატონების საქმიანობის შესახებ.

პროექტში ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობა მიზნად ისახავს, მაღალმთიან აჭარაში მივიწყებული ხელსაქმის გაცოცხლებას, მხარდაჭერას, ტრადიციების დაცვას, გაფრთხილებასა და შენარჩუნებას, რათა მომავალ თაობებს გადაეცეს ამ საქმიანობის ისტორიული ღირებულებას“, - გვიყვება პედაგოგი მზია შავაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება