სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„მთავარია, ისეთი პირობები გვექონდეს, სიახლეების განხორციელება მოვახერხოთ“- დირექტორები ახალ სტანდარტს აფასებენ
05-10-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა, სადაც სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელთათვის საინტერესო სიახლეებია. ახალი სტანდარტი, სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის კონცეფციას ეფუძნება; ასევე განისაზღვრა დირექტორის როლი და ფუნქციები.

etaloni.ge დაინტერესდა, საჯარო სკოლის დირექტორები, როგორ აფასებენ მათთვის განკუთვნილ ახალ სტანდარტს, ან რომელი სიახლე მიაჩნიათ საინტერესოდ? - ამ კითხვებით სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მივმართეთ:

მზიური ხარაზი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის ახალ სტანდარტს გავეცანი და აღნიშნული სიახლის მიმართ დადებითად განწყობილი ვარ. ყველა სიახლეს ვკითხულობთ, ვეგუებით და კანონის შესაბამისად ყველაფერზე ადეკვატურად ვრეაგირებთ, რათა სკოლასა და მოსწავლეებზე ცვლილებები მოვარგოთ. ვფიქრობ, ახალი სტანდარტი ზუსტად ეროვნულ სასწავლო გეგმაზეა მორგებული. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ადამიანი სიახლეებსა თუ სიძნელეებს უნდა შეეჭიდოს. ვფიქრობ, დაუძლეველი არაფერია. ეს სიახლეები მაქსიმალურად უნდა გავითავისოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სკოლამ არსებობა შეძლოს. ამისთვის კი ყველანაირად ხელს გვიწყობენ და გვეხმარებიან.

თამარ თოხაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, დირექტორის ახალი სტანდარტი ძალიან საინტერესოა. იმ მოთხოვნებს, რომლებიც გაწერილია ყველა დირექტორი, ვინც ჩემს სიახლოვესაა ვაკმაყოფილებთ. ზოგადად, სკოლაში სამუშაო ძალიან ბევრია, ახალი სტანდარტითაც რა თქმა უნდა მოგვემატება, თუმცა ეს არ გვაშინებს. შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ისეთი კოლეგები მყავს, რომლებიც ერთმანეთსა და მეც მუდამ გვერდში მიდგანან. მიმაჩნია, რომ დირექტორი მართლაც საგანმანათლებლო ლიდერი უნდა იყოს და ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, რაც გათვალისწინებულია. ფუნქციების გადანაწილებაც ძალიან საინტერესოა, მით უფრო ჩემნაირი პატარა სკოლისთვის, რადგან ყველაფერზე პასუხისმგებელი ამ შემთხვევაში მე ვარ. ვცდილობთ მაქსიმალური გავაკეთოთ, რათა სკოლასა და მოსწავლეებზე ვიზრუნოთ.

ვაჟა ბუიღლიშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის ახალ სტანდარტს გავეცანი და პირადად ჩემთვის ყველაფერი მისაღებია. სიახლეები ნათლად არის ჩამოყალიბებული და ისინი სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზეა მორგებული. პირადად მე ეს სიახლე ძალიან მომწონს და მხარს ვუჭერ.

პლატონ ბურძგლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის ახალ სტანდარტს გავეცანი და ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალური და მისაღებია. ახალ სტანდარტში სიახლეები დეტალურად არის გაწერილი. ახლა მთავარია, ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ამ ყველაფრის განხორციელება მოვახერხოთ. სიახლეების მხრივ საინტერესოა ფუნქციების გადანაწილება ასევე, დირექტორის, როგორც ლიდერის ფუნქცია. 

ლევან ვერულიძე, გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ნებისმიერი ახალი სტანდარტი, როდესაც მტკიცდება პირველ ეტაპზე ყოველთვის რთულად გვეჩვენება, თუმცა ჩაღრმავების შემდგომ ეს სიძნელეები ადვილად აღიქმება. მუშაობის პროცესში ყველაფერი დაძლევადი ხდება. დირექტორების ახალ სტანდარტს რაც შეეხება - მუდმივ განახლებას საჭიროებს და ვფიქრობ, გადაწყვეტილება დროული იყო. აუცილებელიც კი იყო სიახლეები. იმედი მაქვს, უფრო დაიხვეწება და მისი საშუალებით სკოლა მეტად განვითარდება. ახალი სტანდარტი იდეალური ნამდვილად არ არის, თუმცა მასთან მიახლოებული კია. პირადად მე მომწონს და ამ ეტაპზე დროულ სიახლედ მიმაჩნია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება 

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება