„ერთი მზიანი დღის ქრონიკა“- ქვიტირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო
22-09-2022
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ