სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი, არასოდეს ჩამორჩნენ სიახლეებს“- მარინა გოცირიძე, თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი
21-09-2022
-
+


ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეს დღე წელს განსაკუთრებით ამაღელვებელია, რადგან სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დასწრებითი ფორმატითა და მკაცრი კოვიდრეგულაციების გარეშე განახლდა.

საინტერესოა, თუ რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს და რა არის მათი სკოლისთვის საამაყო. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორის, მარინა გოცირიძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკიხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- ახლებური ენერგიით შევუდგე მუშაობას და თანამედროვე მიდგომებით ურთიერთთანამშრომლობის სასიამოვნო განწყობის შექმნას შევუწყო ხელი სასკოლო საზოგადოებაში.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- უყვარდეთ ბავშვები. არ შეუშინდნენ არანაირ სირთულეს, იყვნენ შემართულნი ნებისმიერი დაბრკოლების დასაძლევად. პრობლემის გადაჭრის გზები დამშვიდებულად დასახონ. ემოციები სწორად მართონ და გაიზიარონ მოწინავე გამოცდილებები, არასოდეს ჩამორჩნენ სიახლეებს.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- თანამედროვე მიდგომებით, ცოდნითა და მოტივაციით აღჭურვილი პედაგოგების მუდმივი ზრუნვა მოსწავლეებზე და სწავლა–სწავლების ხარისხზე.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- მოსწავლეების საჭიროებების, ინტერესების და შესაძლებლობების კვლევას, მათზე მზრუნველობას, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და სასკოლო ცხოვრების საინტერესოდ წარმართვას. 

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- განწყობის შექმნა, გააზრებულად დაგეგმილი აქტივობები, რომელიც მოსწავლის საჭიროებებს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს შეესაბამება.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- მოსწავლეების სიმრავლეს... და არა მარტო მიმდინარე სასწავლო წელს...

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- „როცა გაკვეთილზე შედიხარ, ყველა საწუხარი და ყველაფერი პირადი საფიქრალი ტროსტივით კარებთან დატოვე, ბავშვებთან თავისუფალი შედი“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება