სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჯიჯაოს N2 სკოლაში სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლეებითა და საინტერესო ღონისძიებით დაიწყო
16-09-2022
-
+


ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი სასიხარულო სიახლეებითა და საინტერესო ღონისძიებით დაიწყო.

სკოლაში მოსწავლეებს მონატრებული პედაგოგები და დირექცია დიდი სიხარულით შეეგებნენ. მოსწავლეებს განახლებული და გალამაზებული გარემო დახვდათ და ამაგდარი პედაგოგები ბავშვებს ცოდნის ტაძარში შეუძღვნენ.

წელს, სკოლის ორმა მაძიებელმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსიც დაიმსახურა, რაც მათი კოლეგებისთვის მეტად სასიხარულოა.

სკოლის დირექციამ, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა, რომელშიც ბავშვებს სწავლის დაწყება მიულოცეს.

„საქართველოში 15 სექტემბერი ზეიმის და დიდი დღესასწაულის დღეა. სკოლის კედლები ჟრიამულმა, სიხარულმა და უსაზღვრო ბედნიერებამ გაახალისა. ეს სიხარული ხვდა წილად ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლასაც, სადაც პირველკლასელებს განახლებული და გალამაზებული გარემოთი დახვდა მათი პირველი მასწავლებელი ლანა სერგია; არც სხვა კლასები ჩამოუვარდებოდა სილამაზით, მოკისკისე მარგალიტებით ციმციმებდა მთელი სკოლა. 

აღსანიშნავია რომ წელს, ორმა მაძიებელმა მასწავლებელმა უფროსის სტატუსი მიიღო და დიდი მოტივაციითა და შემართებით განაგრძობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას.

მთელი სკოლის გუნდი მრავალ საინტერესო, შემოქმედებით თუ გასართობ ღონისძიებებს გვპირდებიან. წარმატებებსა და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ მთლიანად საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდებს და მათ მასწავლებლებს“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება