სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეთა ძალისხმევის ისე წარმართვა, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ“-ნინო გარსევანიშვილი, შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი
16-09-2022
-
+


ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეს დღე წელს განსაკუთრებით ამაღელვებელია, რადგან სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დასწრებითი ფორმატითა და მკაცრი კოვიდრეგულაციების გარეშე განახლდა.

საინტერესოა, თუ რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს და რა არის მათი სკოლისთვის საამაყო. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო გარსევანიშვილის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- ახალი სასწავლო წლის დასაწყისი, დიდი ხნის ნანატრი დღეა მათთვის, ვინც პირველად გადააბიჯებს სკოლის ზღურბლს. ნამდვილი დღესასწაული პირველკლასელებისთვის. ისინი სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებენ. ამიტომ, ეს დღე მათთვის ყველაზე ამაღელვებელი და დასამახსოვრებელია. ეს დღე მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც პირველად არ ჯდება მერხთან, მაგრამ გადადგამს კიდევ ერთ ნაბიჯს გრძელი, მაგრამ  საინტერესო, აღმოჩენებით სავსე სასკოლო ცხოვრების გზაზე. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ სკოლაში შევქმნათ  კეთილგანწყობილი, ხალისიანი და ფერადი გარემო, რათა სასწავლო წლის პირველ დღეს მიღებული  ემოციები მნიშვნელოვანი მამოტივირებელი ფაქტორი იყოს მოსწავლეებში სკოლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობაში მთავარი ადამიანებთან ურთიერთობაა. მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეთა ძალისხმევის ისე წარმართვა, რომ მათ წარმატებებს მიაღწიონ. ახალგაზრდა მასწავლებელს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი საქმიანობის ცენტრში ბავშვია. საგანმანათლებლო მასალა, გაკვეთილების ჩატარება ეს პედაგოგიური საქმიანობის ინსტრუმენტებია. მისი საქმიანობის უპირველესი მიზანი კი მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაა. ეს ერთდროულად რთულიც არის, საინტერესოც და საპასუხისმგებლოც. სწორედ ამიტომ მასწავლებელი თვითონ მუდმივად უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- სკოლას ზოგადად ბევრი რამ შეიძლება ჰქონდეს საამაყო, თუმცა ახლა, როცა ახალი სასწავლო წელი იწყება ჩვენს სკოლას ყველაზე მეტად მაინც ამ წლის კურსდამთავრებულთა მიერ ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებები ეამაყება და მინდა ყველა მათგანს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს წარმატება და საუკეთესო მომავალი ვუსურვო.  

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- ეროვნული სასწავლო გეგმა განმარტავს დამრიგებლის მუშაობის პრინციპსა და მოვალეობებს, სადაც ვკითხულობთ - „დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა“. რა თქმა უნდა, დამრიგებელს აქვს კიდევ სხვა ფუნქციები და მოვალეობებიც, თუმცა ამ ნაწილში ჩანს დამრიგებლის, როგორც სასკოლო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წევრის მთავარი საკეთებელი. ის უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლების მაღალი ნდობა, არის საკუთარი კლასის თითოეული მოსწავლის მეგობარი და გულშემატკივარი.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- გაკვეთილი მრავალკომპონენტიანი პროცესია და თითოეულ კომპონენტს თავისი კონკრეტული ფუნქცია აქვს. მნიშვნელოვანია ფიზიკური გარემო, სადაც მიმდინარეობს გაკვეთილი, სასწავლო რესურსი, მეთოდები და სტრატეგიები, რომელსაც იყენებს მასწავლებელი. უმთავრესი კი ის არის, რომ  მასწავლებელმა გაკვეთილზე შექმნას ფსიქოლოგიურად უსაფრთხო, პოზიტიური გარემო. მან თითოეულ მოსწავლეს უნდა დაანახოს როგორი მოლოდინი აქვს მის მიმართ და ხელი შეუწყოს ამ მოლოდინის რეალურად განხორციელებაში.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- პირველ რიგში ვისურვებდი მსოფლიოს ყველა ბავშვს ჰქონდეს საშუალება ისწავლოს მშვიდობიან, უსაფრთხო გარემოში. ყველა მშობელს შეეძლოს საკუთარი შვილების სურვილების შესრულება. ყველა მასწავლებელმა შეძლოს მაქსიმუმის გაკეთება თავისი მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო სასწავლო პროცესის შესათავაზებლად.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- საბედნიეროდ ჩემ გარშემო ბევრი ჭკვიანი ადამიანია და მათგან არაერთი სასარგებლო რჩევა მიმიღია. თუმცა, ამ საკითხზე ხშირად გამცინებია და იცით რატომ, რჩევა რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა დიდი ხნის წინ ისეთმა ადამიანმა მომცა, ძნელია თქვა რომ ჭკვიან ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის. მითხრა, რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდო უკან დასახევი გზა ყოველთვის დაიტოვეო. ანუ ადამიანი მაინც არის „Homo sapiens“ და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეუძლია გონივრული დასკვნების გაკეთება.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება