სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა საჩუქრებს იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლები?
16-10-2022
-
+


სასწავლო წლის დასაწყისი, ახალი წელი, დაბადების დღე - საზეიმო დღეებში მოსწავლეები და მათ მშობლები პედაგოგებისადმი პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვას საჩუქრით ცდილობენ. საინტერესოა რა წესები არსებობს საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ და რას ჩუქნიან იქ მასწავლებლებს?

​გერმანიაში 
მადლიერების საჩუქრით გამოხატვას საკმაოდ ფრთხილად უდგებიან, რადგან საჩუქარი შესაძლოა სკანდალის და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზიც კი გახდეს. 

აღნიშნულ საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო განხილვა ბერლინში 2011 წელს მოხდა. ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო წლის ბოლოს მადლიერების ნიშნად მე-10 კლასის მოსწავლის მშობლებმა მასწავლებელს 190 ევროს ღირებულების პატარა ქანდაკება და 20 ევროდ შეძენილი ყვავილების თაიგული გადასცეს. თითოეული ოჯახიდან 15 ევრო ააგროვეს. მაგრამ კლასის ხელმძღვანელისთვის მირთმეულ უწყინარ საჩუქარს ჯარიმა მოჰყვა. მასწავლებელს ასეთი საჩუქრის მიღებისთვის 4 000 ევროს გადახდა მოუწია. 

ზოგადად, სკოლის მასწავლებლებს ძვირადღირებული საჩუქრის მიღების უფლება არ აქვთ. მაგრამ, რადგან განათლების სფერო ფედერალური მიწის კანონმდებლობით რეგულირდება, თითოეულ მიწას საკუთარი წესების დაწესება შეუძლია. 

ნებადართულია წიგნების მიღება სკოლის ბიბლიოთეკისთვის, საკანცელარიო ნივთების, ყვავილებისა და ტკბილეულის. აკრძალული საჩუქრების სიაში შედის: სასაჩუქრე ბარათები, ავიაბილეთები, დასასვენებლად დაპატიჟება ...

გარდა საერთო წესებისა სკოლის ხელმძღვანელობას შეუძლია საკუთარი შეზღუდვებიც დააწესოს. ზოგიერთ სკოლაში, მაგალითად, შესაძლებელია 25-ევრომდე ღირებულების საჩუქრების ჩუქება. ნებისმიერ შემთხვევაში, მატერიალური მადლიერება უნდა იყოს ზომიერი, რომ უხერხულობა არ შეუქმნას არც სხვა მშობლებს და არც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას. 

​არასასწავლო დროს​ მასწავლებლისადმი ყურადღების გამოხატვა ასევე შესაძლოა იყოს აღქმული არაერთგვაროვნად: სკოლის ექსკურსიის შემდეგ სახლამდე ან უახლოეს გაჩერებამდე მიყვანა ნორმალურად ითვლება, ერთობლივად რესტორანში წასვლას კი, შესაძლოა, უსიამოვნება მოჰყვეს.

აშშ-ი ძვირფასი საჩუქარი ქრთამად, მშობლებისგან ფულის აგროვება კი - დანაშაულად განიხილება. მოსწავლეების მხრიდან მადლიერების გამოხატვა ტკბილეულსა და ყვავილებს არ სცილდება. პედაგოგისთვის საუკეთესო საჩუქრად კი მოსწავლის მადლობის წერილი ითვლება. 

იხილეთ ასევე: როგორ გამოხატავენ აშშ-ში მასწავლებლებისადმი მადლიერებას მთელი კვირის განმავლობაში? 

ისრაელში მასწავლებელს იშვიათად ასაჩუქრებენ. თუ რომელიმე მშობელს ან მოსწავლეს უნდა მასწავლებლისთვის მადლობის გადახდა, მას რაიმე სიმბოლურს ან სამახსოვროს ჩუქნის. ძვირადღირებული საჩუქარი მიუღებელია. 

ინგლისელი პედაგოგებიც ძვირადღირებულ საჩუქრებს ქრთამად და მოსწავლის შეფასებებზე ზეწოლის საშუალებად თვლიან, ამიტომ მასზე უარს ამბობენ. მადლიერების გამოხატვის მსურველებს კი შეუძლიათ მასწავლებელს ღია ბარათი ან ყვავილების თაიგული მიართვან.

თურქეთში მასწავლებლების გულუხვად დასაჩუქრება არის მიღებული. პედაგოგისადმი მოსწავლეთა პატივისცემა და მათი მშობლების მადლიერება ძვირადღირებული საჩუქრებით გამოიხატება. ეს შესალოა იყოს, მათ შორის სამკაული, საათი, ჩანთა, ესთეტიკური ცენტრის აბონემენტი. ადგილობრივი ტრადიციები არ კრძალავს ძვირადღირებულ საჩუქრებს, ამიტომ მასწავლებლები ნივთებს სიამოვნებით იღებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება