სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

როგორ გამოხატავენ აშშ-ში მასწავლებლებისადმი მადლიერებას მთელი კვირის განმავლობაში?
29-08-2022
-
+


აშშ-ი მასწავლებლებისადმი მადლიერების გამოხატვის კვირეული არსებობს. Teacher Appreciation Week მაისის პირველ კვირაში აღინიშნება. ამ დროს მოსწავლეები და მათი მშობლები მასწავლებლებისადმი მადლიერებას სხვადასხვა, მათ შორის ორიგინალური გზით გამოხატავენ. იხილეთ, როგორ ხდება ეს:

ამ დღესასწაულს აშშ-ს მასწავლებლებს ოფიციალურად 1944 წლიდან ულოცავენ. თანამედროვე სახით - მაისის პირველი კვირეული, მხოლოდ 80-იანი წლებიდან არსებობს. მანამდე დღესასწაული ერთი დღით, 7 მარტს აღინიშნებოდა.

ყოველ წელს ამერიკელი მოსწავლეები და მათი მშობლები პედაგოგებისთვის დღესასწაულის მისალოცად სხვადასხვა ტრადიციულ და ორიგინალურ ხერხებს მიმართავენ. მოსწავლეებში ხშირად მასწავლებლებისთვის კექსებს აცხობენ, კედლის გაზეთებს ამზადებენ, სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით - #ThankATeacher ფლეშმობებს აწყობენ.

The Forbes-ის მიმომხილველი პიტერ გრინი, რომელიც არაერთი წელი სკოლაში ასწავლიდა, თვლის, რომ მასწავლებლისთვის საუკეთესო საჩუქარი - წერილია. ჟურნალისტი ყვება, რომ მისი მშობლების მადლობის წერილს გრინის სპორტის პედაგოგი, ინახავდა იმ დრომდე, როდესაც ის სკოლაში დასაქმდა და ყოფილ მასწავლებელთან ერთად მხარდამხარ მუშაობა დაიწყო.

წერილში მშობლები მადლობას უხდიდნენ სპორტის მასწავლებელს იმისთვის, რომ მათ შვილს დაეხმარა გაზრდილიყო თავდაჯერებული.

„შეგიძლიათ აჩუქოთ მასწავლებელს ყვავილების თაიგული, მაგრამ ის დაჭკნება. ტკბილეული ასევე შესანიშნავია, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლებს. სუვენირიც თაროზე კარგად გამოიყურება, მაგრამ საერთო ჯამში ის უბრალოდ მტვრის შემგროვებელია

თუ გინდათ აჩუქოთ ის, რაც მასწავლებელთან დიდხანს დარჩება, დაუწერეთ წერილი. მასწავლებელი მას წლიდან-წლამდე გადაიკითხავს და შთაგონების წყაროდ იქცევა. 

სკოლის დამთავრების შემდეგ ყოველთვის არ გვესმის, რისთვის უნდა გადაუხადოთ მასწავლებელს მადლობა. ამიტომ წერილი დაწერეთ მაშინ, როდესაც სიტყვებს იპოვით.​ იმ საჩუქრებიდან, რომლებიც სკოლიდან წამოსვლისას მაჩუქეს, ყველაზე ძვირფასი ყოფილი მოსწავლეების წერილებია“,- ამბობს პიტერ გრინი.

არანაკლებ ძვირფასია დაწყებითი სკოლის დირექტორისთვის, ჯენა მულინსისთვის მირთმეული საჩუქარი. მან მოსწავლეებისგან მიიღო წიგნი, რომელშიც თითოეულმა მოსწავლემ ჩაწერა თუ რატომ უყვარს ის. 



ამერიკელმა მასწავლებელმა ივონ ქუინლენმა კი მოსწავლისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო:

„ძვირფასო მის ქუინლენ, მე თქვენთვის პატარა საჩუქარი მაქვს, მაგრამ ის ვერ შეედრება იმას, რაც თქვენ გვაჩუქეთ - ცოდნა და განათლება, რომელიც ჩვენ ყოველ დღე გვეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ ვხმაურობთ. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მეუბნება: „კიდევ სცადე“ ნაცვლად „ეს არ გამოგივა“. 

მილოცვებს უერთდებიან მშობლებიც. შვილების მასწავლებლისთვის ფეისბუქპოსტით მადლობის გადახდა ჩვეულებრივი ამბავია. კვირეულის ფარგლებში, მშობლები სხვებსაც მოუწოდებენ მასწავლებლებისთვის საჩუქრის გაკეთებას და საკუთარ იდეებსაც უზიარებენ, მაგალითად, სთავაზობენ ხელნაკეთი სუვენირების დამზადებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

250-ლარიან ფულად ჯილდოს მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მიიღებენ

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება