| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა არის ელექტრონული ჟურნალის შექმნის მიზანი, რა ფუნქციებისა შესრულება შეგიძლიათ და რა ინფორიმაციას ნახავთ - დეტალურ ინსტრუქციას პედაგოგებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ელექტრონული ჟურნალის შექმნის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყველა საჯარო სკოლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. განახლებული ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროცესის მართვას უმარტივებს, რადგანაც მისი საშუალებით შესაძლებელია:
პროცესის ყველა მონაწილეს წინასწარ აქვს ინფორმაცია სასწავლო დასვენების დღეების შესახებ.
პედაგოგების მსგავსად, სისტემაზე წვდომა ნებისმერი ადგილიდან, მობილური ტელეფონისა და პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით მშობლებსაც შეუძლიათ და მიუხედავად გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა შეძლებენ შვილის სასწავლო პროცესის კონტროლს.
განახლებული ელექტრონული ჟურნალი TEAMS-ის პროგრამაშია ინტეგრირებული, რაც კიდევ უფრო ამარტივებს პროცესებს მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის.
ასევე შეგიძლიათ საგანმანათლებლო ელექტრონული პორტალი EL.GE-ის პლატფორმაზე იხილოთ ვებინარი და გაიგოთ ყველაფერი ელექტრონული ჟურნალის განახლებული ფუნქციონალის შესახებ.
სისტემაში შესვლა შესაძლებელია როგორც პერსონალური კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონით. ელექტრონული ჟურნალის აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ შესაბამის ბმულს:
ელექტრონული ჟურნალის ვებ გვერდის მისამართია: onlineschool.emis.ge
ელექტრონული ჟურნალი ინტეგრირებულია სკოლის მართვის საინფორმაციო სისტემა Eschool-ში.
ელექტრონული ჟურნალის მოხმარებასთან დაკავშირებით ყველა საჭირო კითხვაზე პასუხი განთავსებულია საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტალ EL.GE-ზე: https://el.ge/articles/microsoft/category/465?microsoft
იხილეთ: სექტემბრიდან ელექტრონული ჟურნალი საღამოობით აღარ გაითიშება - კიდევ რა იცვლება სისტემაში
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა