სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„კარგი დამოკიდებულება მოტივაციას გაძლევს, იმუშაო იმ ხალხისთვის, ვისაც სითბოს გამოხატვა შეუძლია“- სკოლის დირექტორები დასამახსოვრებელ მომენტებზე
02-08-2022
-
+


სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა. გარემომ, რომელშიც ყოველდღიურად ასობით ბავშვი ტრიალებს შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოს. თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის წარმატება დასამახსოვრებელი და ემოციურია, როგორც უშუალოდ გამარჯვებულებისთვის, ისე სკოლის ხელმძღვანელებისთვის. დირექტორებისთვის უცხო არც კოლექტივის მიერ მოწყობილი სასიამოვნო სიურპრიზებია უცხო და არც მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ტიპის პროექტებსა თუ სპორტულ ღონისძიებებში მიღებული გამარჯვებით გამოწვეული სიამაყის შეგრძნება. რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც  მოსწავლეებს ან პედაგოგებს გაუკეთებიათ - ამ კითხვით ჩვენ სკოლის დირექტორებს მივმართეთ.


მაკა გუბელაძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან ბევრი რამე იყო დასამახსოვრებელი, თუმცა ერთ შემთხვევას გამოვყოფდი. ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეზე სკოლაში მივედი, კაბინეტი კარი გავაღე და შიგნით მასწავლებლები დამხვდნენ. ამ ფაქტმა ნამდვილად ძალიან გამაკვირვა, რადგან კარი ყოველთვის ჩაკეტილი იყო. მე იმ პერიოდში დირექტორის მოადგილე ვიყავი. თურმე წინა დღეს მასწავლებლებისთვის გასაღები დირექტორს მიუცია. ეს იმდენად მოულოდნელი და იმდენად დასამახსოვრებელი იყო, რომ ახლაც თქვენს კითხვაზე პირველად ეს ფაქტი გამახსენდა. საოცარი სიურპრიზი იყო, რადგან მე სკოლაში ყოველთვის ყველაზე ადრე მივდიოდი, იმ დღესაც მეგონა, რომ არავინ იქნებოდა და სინამდვილეში, ბევრნი იყვნენ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სითბოსა და სიყვარულის გამომხატველი იყო. ასეთი კარგი დამოკიდებულება შემდეგ მოტივაციას გაძლევს, რომ იმუშაო იმ ხალხისთვის, ვისაც ამ სითბოს გამოხატვა შეუძლიათ.

მარინა ცინცაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ის ფაქტი იყო, რომ მე-8 კლასის მოსწავლე თამარ ჯინჭარაძე „ზურგჩანთაში“ მონაწილეობდა. მან ვერცხლის მედალი დაიმსახურა, რაც ძალიან მიხარია, ეს ფაქტი სკოლისთვის საამაყო და ამავდროულად, დასამახსოვრებელია. ზოგადადაც, ჩემი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ძალიან აქტიურები არიან. სხვადასხვა ინტელექტუალურ აქტივობაში ხშირად ერთვებიან. სპორტულ ღონისძიებებშიც ასევე წარმატებულები არიან, პედაგოგიც კარგი გვყავს.

ნათია სულავა, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი:

სიმართლე გითხრათ, ამ წამს ძალიან დასამახსოვრებელი არაფერი მახსენდება, ზოგადად, სკოლაში სხვადასხვა პროექტს ვატარებთ. გასულ წელს ბულინგის პრევენციასთან დაკავშირებით გვქონდა ასეთი პროექტი. ასევე, ისევ გრძელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის შესახებ მიმდინარე პროექტი. მასში მთელი სკოლა იყო ჩართული, განსაკუთრებით თვითმმართველობა, ყველა კათედრა და მათი მოსწავლეები, რომელთაც სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. გარდა ამისა, ეზოს მოწესრიგებაზეც აქტიურად ზრუნავენ. მოსწავლეები ბანაკებში მიდიან, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ პროექტებში ერთვებიან. მათ სიახლეები ძალიან მოსწონთ. მიხარია, რომ ასეთი წარმატებულები არიან და ეს, რა თქმა უნდა, დასამახსოვრებელი, მისასალმებელი და გასახარია. მე, როგორც დირექტორი, თუ რამეში ვჭირდები, ყველანაირად გვერდით ვუდგავარ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად 

საბაკალავრო პროგრამები, რომლებიც 4-წლიანი დარჩება - ჩამონათვალი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის შედეგები გამოქვეყნდა - naec დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს 

სკოლებისთვის კონსულტანტ-მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - ხელფასი 1250 ლარია

სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა 

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

გაკვეთილი საინტერესო და ნაყოფიერი იყო, მოსწავლეებმა სიტყვათა მარაგი გაიმდიდრეს და აქტივობას მეტად შემოქმედებითად მიუდგნენ

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, მოირგეს მსახიობის როლი და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება