TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

10 მითი ბავშვების აღზრდაზე, რომლებიც შესაძლოა დღემდე მართალი გეგონათ
25-12-2022
-
+


მშობლობა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. ბავშვის გაზრდა უამრავ სირთულეს უკავშირდება, რომლებსაც საზოგადოებაში დამკვიდრებული მითებიც აძნელებს. დროთა განმავლობაში ბავშვების გაზრდის მეთოდები ისეთ მითებად იქცევიან, რომლებსაც თანამედროვე მშობლები პრაქტიკაში უფრო და უფრო ნაკლებად იყენებენ და ძველ მოსაზრებებს სულაც არ ეთანხმებიან.

1. ბავშვის ხელში დიდხანს ჭერა „აფუჭებს“



ეს ასე ნამდვილად არ არის. ბავშვებს, განსაკუთრებით კი ჩვილებს მშობელთან ჩახუტება აუცილებლად სჭირდებათ. სიახლოვე ბავშვებსა და მშობლებს კიდევ უფრო მეტად აახლოებს.

2. ადვილად მოსავლელი ჩვილები რთული ბავშვები ხდებიან



ადრე თვლიდნენ, რომ ჩვილები, რომლებიც მშობლებისთვის ადვილი მოსავლელები არიან: სძინავთ კარგად, იკვებებიან უპრობლემოდ და ხასიათიც მშვენიერი აქვთ, გაზრდასთან ერთად რთულად მოსავლელები იქნებიან. დრომ და გამოცდილებამ კი დაამტკიცა, რომ ეს მოსაზრება მხოლოდ მითია.

3. თუ ბავშვები გიყვართ, შვილების გაზრდა ადვილია



მართალია შვილების სიყვარული მარტივია, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მათი აღზრდაც ადვილია. ყველა ბავშვი განსხვავებულია და მათი აღზრდა ერთგვარი სამუშაო პროცესია, რომელიც სიმარტივისგან შორსაა. რა თქმა უნდა, როდესაც შვილების მიმართ უდიდეს სიყვარულს გრძნობ სირთულეებს ლახავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაზრდა ადვილია და დაღლის უფლება არ გაქვთ.

4. ბავშვების ნათქვამი ტყუილი ეს მხოლოდ ფანტაზიაა



ხშირად, ბავშვების მიერ ნათქვამ ტყუილს უფროსებიფანტაზიას უკავშირებენ და მათ წახალისებასაც კი უნებურად ხელს უწყობენ. მსგავსი მიდგომით მშობლები შვილებს ტყუილისკენ თავად უბიძგებენ. ბავშვმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ ტყუილსა და ფანტაზიას შორის დიდი სხვაობაა. 

5. რაც უფრო მკაცრად გაზრდით შვილს, მით უფრო კარგი ადამიანი გაიზრდება



ბავშვების კარგი ქცევა მსგავს სიტუაციაში უფრო შიშით არის განპირობებული, ვიდრე კარგი ყოფაქცევით. ეს კი დიდხანს ნამდვილად არ გაგრძელდება. მკაცრი ქცევა და დიდი შეზღუდვები ბავშვს ამბოხისკენ უბიძგებს და შესაძლოა, ამით უფრო დიდი პრობლემების წინაშე დადგნენ მშობლები.

6. მშობლებმა ბავშვის თანდასწრებით არ უნდა იკამათონ



გარკვეულწილად ეს სიმართლეა, თუმცა პრობლემური საკითხების მშვიდად განხილვა ბავშვს ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ასწავლის და ხვდება, რომ მშვიდი კამათით პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

7. ბავშვის შიში გარკვეული საგნების, ან მოვლენების შესახებ ეს ბუნებრივი ეტაპია, რომელსაც თავად დაძლევს



ეს მცდარი მიდგომაა, გამომდინარე იქიდან რომ შიშებთან გამკლავებაში შვილებს მშობლები აუცილებლად უნდა დაეხმარონ. თუნდაც სიბნელის შიშმა, შესაძლოა ზრდასრულ ასაკში თქვენი შვილი პრობლემების წინაშე დააყენოს. ამიტომ, ეცადეთ, შიშებს შვილი თქვენთან ერთად გაუმკლავდეთ და მისი ამ პრობლემის წინაშე მარტო დატოვება ანდაც, უგულვებელყოფა კარგი ნამდვილად არ არის.

8. ბავშვი უფროსების საუბარს ვერ მიხვდება



ეს მცდარი შეხედულება უკვე დიდი ხანია რაც დამტკიცდა. ბავშვებს უფროსებზე მეტად ესმით მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები და დიდებზე მეტად რეაგირებენ კიდეც. ასე, რომ თანამედროვე მშობლები ბავშვებთან უფრო მეტად გახსნილები არიან და მათთან გულწრფელად საუბრობენ.

9. ბავშვის დასჯა კარგი ყოფაქცევისთვის საჭიროა



ბავშვების დასჯის მეთოდს ადრე უფრო მეტად მიმართავდნენ ეს იქნებოდა ყურის აწევა თუ კუთხეში დაყენება. თანამედროვე მსოფლიოში კი დამტკიცდა, რომ კარგი ყოფაქცევის ჩამოყალებებაში დასჯა ნამდვილად არ არის საჭირო. დასჯის მეთოდებით ბავშვებს უფრო მეტად უჩნდებათ ურჩობის სურვილი და მათთან მეგობრობით თუ საუბრით ბევრად უმტკივნეულოდ გაზრდით კარგი ყოფაქცევის მაგალითად.

10. მშობლები უნდა იყვნენ აღმზრდელები და არა შვილის მეგობრები



თანამედროვე მშობლებისთვის უკვე ყველაზე მთავარია, რომ პირველ რიგში შვილების მეგობრები იყვნენ. შვილებისგან შორს ყოფნამ აჩვენა, რომ შესაძლოა შვილმა მოწიწებით მოგმართოთ, თუმცა მის ცხოვრებაში ის ადგილი, რომელსაც ისურვებდით არ დაიკავეთ. შვილებთან ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესია, ასე მის ცხოვრებაზე, პრობლემებზე და სიხარულზე გეცოდინებათ, რაც მის გაზრდაში ძალიან დაგეხმარებათ. თუმცა, იყო დრო, როდესაც ფიქრობდნენ რომ შვილთან მეგობრობა აუცილებელი კი არა საჭირო სულ არ იყო.

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

ანაზღაურება 3300 ლარია - რა პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას მანდატურის სამსახური 

ასაშენებელი და გასარემონტებელი სკოლების პრიოტიტეტულ სიას განათლების სამინისტრო ადგენს

არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლებმა, აღზმრდელებმა, დირექტორებმა ქონების გადასახდი უნდა გადაიხადონ, თუ... - ფინანსთა სამინისტრო განმარტავს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება