სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბრაზის თერმომეტრი“ - საინტერესო აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს ემოციების მართვას ასწავლის
20-07-2022
-
+


„ბრაზის თერმომეტრი“ სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობი სახალისო აქტივობაა. მისი მიზანი ემოციების ამოცნობა, გააზრება და მართვის უნარის განვითარებაა.

ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეები სწავლობენ, რომ გაბრაზება ბუნებრივი მოვლენაა და ყველას შეუძლია გაბრაზება სხვადასხვა მიზეზის გამო. გარდა ამისა, მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ზოგჯერ გაბრაზებას განსაკუთრებით ჭარბი ემოციები ახასიათებს და ამ დროს შეიძლება ადამიანმა წონასწორობა დაკარგოს. ისინი იაზრებენ, რომ სხვადასხვა სიტუაციაში ბრაზის ტემპერატურამ შეიძლება ისე მოიმატოს, როგორც წყლის ტემპერატურა იმატებს ნელ-ნელა, სანამ ადუღდება.

როგორ გამოვიყენოთ „ბრაზის თერმომეტრი“ სასწავლო პროცესში?

თავად მოამზადეთ ან მოამზადებინეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები, რომელზეც გამოსახული იქნება თერმომეტრი, ხოლო თერმომეტრზე დატანილი უნდა იყოს ნიშნულები, რომლებიც მას 5 ნაწილად ჰყოფს. შეგიძლიათ თითოეული ნიშნული სხვადასხვა ფერით მონიშნოთ ისე, რომ ფერის ცვლილებამ ქვევიდან ზევით ტემპერატურის მატებაზე მიანიშნოს. დანომრეთ ნიშნულები ქვემოდან ზემოთ: 1-დან 5-ის ჩათვლით. ნუმერაციის მიხედვით დაიტანეთ მინიშნებები: 1- მშვიდი, 2- გაღიზიანებული, 3 - ნაწყენი, 4 - გაბრაზებული, 5 - განრისხებული.

სამუშაო ფურცლებზე შეგიძლიათ მიუთითოთ რაიმე თემა, კონკრეტული ტექსტი, მოვლენა, ამბავი, ან შეგიძლიათ მოსწავლეებს დამოუკიდებელი, თავისუფალი დისკუსიის საშუალება მისცეთ. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად უნდა შეავსონ „ბრაზის თერმომეტრის“ სამუშაო ფურცელი და დაასახელონ მაგალითები.

ფურცლების შევსების შემდეგ მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ მსჯელობის, დისკუსიის საშუალება, რათა ისაუბრონ თავიანთ ნაშრომებზე, ახსნან, რამდენად შეესაბამება მათ მიერ დასახელებული მაგალითები თერმომეტრზე ემოციური „ტემპერატურის მატებას“.

მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ნაშრომზე საუბრის საშუალება ყველას ჰქონდეს. მსჯელობა უნდა მოიცავდეს ემოციების, განცდების აღწერას ემოციის განვითარების თითოეულ ეტაპზე.

კარგი იქნება, თუ მოსწავლეები ამ მეთოდის გამოყენებისას თითოეული ემოციის შესაბამისად, მათი მართვის სტრატეგიებზეც ისაუბრებენ და იმსჯელებენ, კონკრეტულ სიტუაციაში რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამა თუ იმ ემოციის მართვისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, დისკუსიის დროს მასწავლებელმა უზრუნველყოს, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ერთმანეთის მოსმენა და განსხვავებული მოსაზრებების მიღება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება