| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკრებულოს დადგენილებით გარკვეული კორექტირებები შევიდა და განისაზღვრა საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულთა წახალისების მექანიზმები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოხდება კურსდამთავრებულების ფინანსური წახალისება ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100%-იანი საგრანტო ქულის) მიხედვით, რომლის საფუძველზეც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:
„აღნიშნული ინიციატივა ეხება კურსდამთავრებულების 2 კატეგორიას: ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს; ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი) კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა“.
ქვეპროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მიიღოს ზომები იმ მოსწავლეთა მიმართ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით ვერ შეძლეს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა