სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასშტაბისა და პროცენტის გამოთვლა, სვეტოვანი დიაგრამა და ფართობის პოვნა - რა საკითხები შევხდათ მათემატიკის გამოცდაზე აბიტურიენტებს
08-07-2022
-
+


მათემატიკის საგამოცდო ტესტიდან აბიტურიენტების ნაწილი უკვე გამოვიდა. როგორც აპლიკანტები etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნავენ, გამოცდა საშუალო სირთულის იყო. 

„ერთქულიანი დავალებებები საკმაოდ მარტივი იყო, მაგრამ ამოცანები გამიჭირდა. მასშტაბით გამოთვლაზე იყო ერთ-ერთი ამოცანა, პროცენტების შედარებაზეც იყო დავალებები; გრაფიკებზეც იყო, ფუნქციის მიხედვით უნდა გაგეკეთებინა და განტოლება ამოგეხსნა ბოლოს“.

„ტესტური სავარჯიშოებიდან იყო მნიშვნელობათა სიმრავლის გამოთვლა, კვადრატის, წრის, მართკუთხედის ფართობი უნდა გვეპოვნა;  პროცენტების გამოთვლაც იყო, სვეტოვანი დიაგრამის აგებასაც ითხოვდნენ, ვერ ვიტყვი რომ მარტივი იყო, თუმცა ვფიქრობ, კმაყოფილი ვარ“.

„დრო დამჭირდა, მაგრამ რთული საკითხები არ იყო. ფართობის პოვნას გვთხოვდნენ და პროცენტის გამოთვლას. ყველაზე რთული სვეტოვანი დიაგრამის აგება იყო. ერთ-ერთ ამოცანაში წლების მიხედვით უნდა გეპოვნა მოგება. ასევე იყო კუთხის სიდიდეზე“.

მათემატიკის გამოცდის პირველი სესია დილის 09:00 საათზე დაიწყო. მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო გამოცდა 15:00 საათზე, დღეს ჯამში გამოცდაზე 13 800 მეტი აბიტურიენტი უნდა გავიდეს. 

იხილეთ: მასშტაბისა და პროცენტის გამოთვლა, სვეტოვანი დიაგრამა და ფართობის პოვნა - რა საკითხები შევხდათ მათემატიკის გამოცდაზე აბიტურიენტებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება