სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მტკიცე ნაბიჯებით მომავლისაკენ!“- კერძო სკოლა „ანაბასისის“ მეოთხეკლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელი საზეიმოდ შეაჯამეს
04-07-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მეოთხეკლასელებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.

მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემოციურად მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე დაემშვიდობნენ.

„მტკიცე ნაბიჯებით მომავლისაკენ! „ანაბასისის“ მეოთხე კლასელები თავიანთ პირველ მასწავლებლებს დაემშვიდობნენ. უამრავი თბილი და ლამაზი სიტყვა მიუძღვნეს მათ, ვინც ოთხი წლის მანძილზე ყოველდღიურ გაკვეთილებზე უნერგავდნენ სამშობლოს სიყვარულს, ბუნებით ტკბობას, ასწავლიდნენ მის მოვლას, სძენდნენ ადამიანურ კეთილ თვისებებს. რომელთა გაკვეთილებზეც ხედავდნენ გამარჯვებულ სიკეთეს, დამარცხებულ ბოროტებას, ისმენდნენ წყაროს ჩუხჩუხს, ჩიტების ჭიკჭიკს, ტყის შრიალს, ყანების ბიბინს, ცელ -ნამგლის წკრიალს...

ოთხ კლასთან გამომშვიდობება ნამდვილ ზეიმად უქციეს მოსწავლეებს მათმა კლასის ხელმძღვანელებმა - თეა გურაბანიძემ და ქეთი ყიფიანმა. ლექსი, სიმღერა, თეატრალიზებული ეპიზოდები სასკოლო ცხოვრებიდან ერთმანეთს ცვლიდა სცენაზე. მთელი მონდომებით, პასუხისმგებლობით, შთამბეჭდავად წარმოაჩენდნენ თავიანთ უნარებს ჩვენი პატარები. მათ ოთხი წლის წინ საოცარი ღელვით შემოაღეს სკოლის კარი და დღეს კი აცხადებენ  „წინ ვიხედებით, თავს წარმოვიდგენთ მეხუთე კლასელებად და საამური გრძნობა გვეუფლება, ჩვენ გავიზარდეთ. უკან მოვიხედავთ და უზომო სინანულით ვივსებით, რადგანაც უკან რჩება ჩვენი პატარაობა, მოწაფეობის უტკბილესი ოთხი წელი!“.

წარმატებები ჩვენო უკვე მეხუთეკლასელებო! თქვენი ცოდნის მტკიცე საძირკველი უკვე ჩაყრილია! მტკიცე ნაბიჯებით გევლოთ ცოდნის მწვერვალებისაკენ!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება