სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინსვლა და წარმატებები იყოს თქვენი მეგზური!“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის საგამოცდო გამამხნევებელი წერილი აბიტურიენტებს
04-07-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა და ახლა უკვე საამაყო კურსდამთავრებულებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მეთორმეტეკლასელთათვის პირველი ნაბიჯებია, რომლებსაც ისინი ცხოვრებაში დამოუკიდებლად დგამენ. მათთვის პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4 ივლისს დაიწყო.

მეთორმეტეკლასელებს პედაგოგი ამხნევებს და მათ ემოციურ წერილს უძღვნის, სადაც საამაყო მოსწავლეებს ცხოვრების გზაზე რჩევებს უძღვნის:

„დაგლოცავთ ჩემო ძვირფასებო! წინსვლა და წარმატებები იყოს თქვენი მეგზური! დაიწყო გამოცდების ციებ-ცხელება და იწყება თქვენი ცხოვრების ფართო ასპარეზზე პირველი ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა!

მახსენდება თქვენთან ერთად განვლილი შვიდი საოცრად ლამაზი წელი, როგორ თვალშუა და ხელშუა წამოიზარდეთ, სწრაფად გაიარა ამ დღეებმა... თქვენთან ერთად გატარებული დრო ურთიერთპატივისცემით, სიყვარულითა და მეგობრობით გაჟღენთილი იყო... უამრავი ლამაზი მოგონება მაკავშირებს თქვენთან. ხშირად მითქვამს: მე ქართულს, როგორც საგანს ისე კი არ გასწავლით, არამედ ეს არის საგანი, რომელიც ცხოვრებას გასწავლით და ეს ცხოვრების სწავლა თქვენ უნდა გამოიყენოთ წუთისოფლის ბილიკების სწორად გავლისას. უნდა გახსოვდეთ საიდან მოვდივართ „ვისი გორისანი ვართ?!“ ისე უნდა იცხოვროთ თქვენი განვლილი ცხოვრების არ შეგრცხვეთ, არ უნდა შეუშინდეთ წუთისოფელს, განსაცდელს ოთარაანთ ქვრივის შემართებით შეხვდით, ღირსება და პასუხისმგებლობა ხევისბერი გოჩასი გქონოდეთ, სტუმარმასპინძლობა ბათუ-ჯოყოლასი, არასოდეს გახდეთ ბრბოს ნაწილი, რომელსაც ციციკორეები მართავენ, თერგივით „დაუდეგარი და ხმაურიანი“ ცხოვრებით იცხოვრეთ, ტატოს მერანივით გათელეთ „გზა უვალი“, იცხოვრეთ ღირსეულად: ვასიკო კეჟერაძის თვალით შეხედეთ ცხოვრებას და ხმა აიმაღლეთ უსამართლობის წინააღმდეგ, ასმათ- ავთანდილ-ტარიელივით მეგობრობა შეგძლებოდეთ, თინათინ- ნესტანდარეჯანივით წმინდა სიყვარულის გრძნობა... კიდევ ერთხელ  გისურვებთ წარმატებებს და გახსოვდეთ თქვენი მშობლიური სკოლის აღმზრდელ-მასწავლებლები გგულშემატკივრობენ მთელი სულითა და გულით! წარმატებები!“, - ვკითხულობთ პედაგოგის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება