სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ხარისხიანი ინკლუზიური სწავლებაა უზრუნველყოფილი
04-07-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ინკლუზიურ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება აქვს დათმობილი. სკოლის სპეციალური პედაგოგი ნანა მაჭუტაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად თავდაუზოგავად შრომობს.

„ყველას კარგად ესმის ინკლუზიური განათლების ტერმინის მნიშვნელობა. ვიცით, რომ ეს გულისხმობს ყველა ტიპის მოსწავლეთა ჩართვას საგაკვეთილო პროცესში, რომ ყველა ბავშვი თანასწორია, მხოლოდ გააჩნიათ განსხვავებული შესაძლებლობები და სასკოლო თუ სკოლისგარეშე ღონისძიებებში .

ჩვენს სკოლაში ინკლუზიურ სწავლებაზე იმყოფება 6 მოსწავლე, რომელთაც გააჩნიათ მულტი დისციპლინური გუნდის მიერ მიცემული შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვითაც მინიჭებული აქვთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი. ამ მოსწავლეებს გააჩნიათ სხვადასხვა დიაგნოზი. სსსმ მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის დასაწყისში თითქმის ყველა საგანში შედგა და გაიწერა ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

ყველა საგნის მასწავლებელი ამ მოსწავლეებისთვის ადგენს სპეციალურ დავალებებს და ყველა მათგანი ჩართულია სწავლის პროცესში, ერთი მოსწავლე იმყოფებოდა დისტანციურ სწავლებაზე. ყველა მათგანს მიეცა დამაკმაყოფილებელი შეფასება. მოსწავლეებს ახარებთ მათთვის განკუთვნილი დავალებების შესრულება თანატოლებთან ერთად. ჩატარდა ადაპტირებული გაკვეთილები რამდენიმე საგანში, სადაც საგნის მასწავლებლებს კარგად ჰქონდათ შერჩეული გაკვეთილის თემა და აქტივობები, განხორციელდა კომპლექსური დავალებები, მიეცათ განმავითარებელი შეფასებები.                   

სკოლას აქვს რესურსოთახი, რომელიც აღჭურვილია ადაპტირებული ავეჯით და მაღალი ხარისხის სათამაშოებითა და საინტერესო მასალით, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას და მოტივაციის ამაღლებას. რესურსოთახში ვამზადებთ სხვადასხვა სასწავლო მასალას თუ თვალსაჩინოებას: ფერადი ქაღალდებისაგან ვჭრით ფიგურებს, ვაჯგუფებთ ფერისა და ფორმის მიხედვით. ვამზადებთ მისალოც ბარათებს, ვაფორმებთ, ვხატავთ. პლასტელინისგან ვძერწავთ ფიგურებს. ეს ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას. მათემატიკური უნარების განვითარებისათვის ვიყენებ გეომეტრიული ფიგურების ნაკრებს, თვალსაჩინოებებს, საანგარიშოს, კომპიუტერულ და სხვა მასალას.

აპრილის თვეში ჩავატარე ღონისძიება, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი იყო მიძღვნილი, სადაც სსსმ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული თანატოლებთან ერთად.

შემიძლია გავაკეთო დასკვნა, რომ სსსმ მოსწავლეებისთვის „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“, რომ ყველაფერს მიაღწევენ, თუ კი გარშემომყოფთაგან ექნებათ სითბო, ყურადღება, თანადგომა და დაფასება“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ სასურველ სკოლაში  ჯერ ისევ ვერ დაარეგისტრირეთ პირველკლასელი

 

 

მანდატურის სამსახურმა კონკურსი სოციალური მუშაკების შესარჩევად გამოაცხადა 

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

ახალი სავალდებულო გამოცდა ემატება - ვის მოუწევს ტესტირება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება