სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭანჭათის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება აღნიშნეს
29-06-2022
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა 15 ივნისს საზეიმო ვითარებაში 2021-2022 სასწავლო წლისა და საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება აღნიშნეს.

მეცხრეკლასელებისთვის საზეიმო ღონისძიება - „ბოლო ზარი“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ეთერ ცინცაბაძემ მოამზადა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების დამრიგებელი ბიძინა ვადაჭკორია გახლავთ. მოსწავლეები ამაგდარ დამრიგებელსა და პედაგოგებს ემოციურად გამოემშვიდობნენ. თავის მხრივ, კი მასწავლებლებმა სკოლიდან საამაყო აღსაზრდელები გააცილეს.

„სკოლა კიდევ ერთ თაობას დაემშვიდობა და დაფრთიანებულ გოგო- ბიჭებს ცხოვრების ახალი შარა-გზა დაულოცა.

ბავშვებმა მრავალი სამადლობელი სიტყვა გადაუხადეს მშობლიური სკოლის კედლებსა და აღმზრდელ მასწავლებლებს.  

სევდაც მრავლად იყო და იმედიანი მომავლის რწმენაც მათ სიტყვებში: „ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ჩვენზე ზრუნავდით, ჩვენი წარმატებები გახარებდათ და ჩვენი ტკივილი გტკიოდათ.. თქვენს თვალებშიც სევდას ვხედავთ. ვიცით, რომ თქვენს გულებში სამუდამოდ ვიდებთ ბინას და თქვენი მეხსიერებიდან არ ამოვიშლებით, ისიც ვიცით, რომ აქედან წასულებს მთელი ცხოვრება, დედის ლოცვასავით, გაგვყვება თქვენი დარიგება. გპირდებით, თქვენს იმედებს გავამართლებთ და არ შეგარცხვენთ....!“

დარბაზზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლიტერატურულ- მუსიკალურმა კომპოზიციამ: „მამული ერთადერთი საუნჯეა, ღმერთს, რომ ჩვენთვის მოუცია!“ (ნაწყვეტი ი.ნონეშვილის ლექსიდან „ღმერთი და ხელები“)“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება