სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო წელი თბილისის N14 საჯარო სკოლაში
29-06-2022
-
+


თბილისის N14 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად კვლავ დიდი წარმატებით დასრულდა.

სკოლაში დირექტორის, მაკა გიორგაძის დირექტორის მოადგილის, მაია ლომიძის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.

სკოლას გამორჩეული თანამშრომლები ჰყავს, რომლებიც ბავშვების განათლებაზე დაუღალავად ზრუნავენ. მათ შორის, ბიბლიოთეკარი ეკატერინე სურგულაძე გახლავთ, ხოლო კათედრებს ხელმძღვანელობენ: ლ. გლოველი, თ. წიქორიძე, ლ. ხუციშვილი, ნ. მაისურაძე, მ.აფხაზავა, ნ.ხუჯაძე, რ. ჭეჟია.

სკოლას მემორანდუმები საელჩოებთან აქვს გაფორმებული და მოსწავლეებს ფრანგულისა და ჩინური ენების შესწავლას სთავაზობს. სკოლაში თეატრალური სტუდიის, ცეკვის, მუსიკალური და კარატის წრეები ფუნქციონირებს.

ტრადიციულად, სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ოლიმპიადებში აქტიურად მონაწილეობენ. მათ შორის, 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში 16 მოსწავლე გადავიდა, ხოლო ფრანგული ენის მესამე ტურში ერთი მოსწავლე - ნიკოლოზ თევზაძე.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის ბოლოს სკოლას ოქროს მედლის ოქროს მედლის 12 კანდიდატი ჰყავს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, წლის განმავლობაში არაერთი პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. მათ შორის, ბიბლიოთეკარის, ეკატერინე სურგულაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა წიგნით დაინტერესების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. აგრეთვე, წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით მისი ხელმძღვანელობით უფროსკლასელებმა პატარებს საინტერესო ნოველები წაუკითხეს. 

ასევე, სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ეთმობა. ამისთვის კი პირველკლასელებმა დირექტორთან, მაკა გიორგაძესთან ერთად სკოლის ეზოში ნარგავები დარგეს.

გარემოსდაცვასთან ერთად პრიორიტეტულია ადამიანის უფლებები და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

მე- 10² კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „ტრეფიკინგი“ იმუშავეს; მეათეკლასელებმა სამოქალაქო განათლების ონლაინ გაკვეთილზე პოსტერი და სლაიდშოუ წარადგინეს. ბავშვებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დაამუშავეს: ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებებზე, მორალზე, ბულინგზე (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, კიბერ), ტოლერანტობაზე და ტრეფიკინგზე.

ასევე, იმუშავეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე; გაიაზრეს, რომ ადამიანით ვაჭრობა არის ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის მძიმე ფორმა და რომ ტრეფიკინგი საფრთხეს უქმნის ადამიანის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს. დღესდღეობით ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია, არავის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული წამება და მისი ღირსები დამამცირებელი მოპყრობა. დასკვნის სახით, მოსწავლეებმა შეაჯამეს, რომ ადამიანის ჩაგვრა, ტრეფიკინგი, ყოვლად მიუღებელია და ემიჯნებიან მას (მასწავლებელი ნ. ალუღიშვილი, დამრიგებელი ლ. გლოველი, ორგანიზატორი მ. ჭინჭარაული)

ხოლო, მე-7 პირველი კლასის მოსწავლეებმა პროექტები მოქალაქეობაში თემაზე - „არა ძალადობას“ შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თაოსნობით 2021-2022 სასწავლო წელს სკოლაში დებატების კლუბი (ხელმძღვანელი - ისტორიის პედაგოგი ნ. მაისურაძე) მე-9, მე-10 და მე-11კლასების მოსწავლეთათვის ფუნქციონირებს.

წლის განმავლობაში უყურადღებოდ არ დარჩენილა სასწავლო ექსკურსიები. მათ შორის, მე-2 კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში წაიყვანეს.

სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი - „მომავლის სხივი“, რომლის წევრებმა (თ. არაბული, ქ. ბიძინაშვილი, ნ. გოგატიშვილი) მე-11 და მე-12 კლასელებმა პროგრამა - „მომავლის თაობის“ ფარგლებში ონლაინ პროექტზე - „პანდემიები და მსოფლიო“ იმუშავეს.

მათ მსოფლიოში გავრცელებული პანდემიებისა და მათი აღმოფხვრის ხერხების შესახებ უამრავი ინფორმაცია მოიძიეს, შექმნეს პრეზენტაციები და პოსტერები, კლუბის წევრებმა ნახეს ფილმი - „ანტიკორონავირუსი“.

ასევე, სამოქალაქო განათლების კლუბ „მომავლის სხივის“ წევრებმა (მ. ქავთარაძე, ს.ქავთარაძე და მ. ივანიძე)ონლაინ პროექტზე - „ყალბი ახალი ამბები“ იმუშავეს. ისინი სტუმრად ტელეკომპანია „იმედში“ იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ და ინტერვიუ ჩაწერეს ტელეკომპანიის Fakenews-ის​ წამყვან ჟურნალისტთან, უჩა პირმისაშვილთან. იგი ყველა იმ ყალბ ინფორმაციას აშუქებს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით აღმოაჩენს. მოსწავლეებმა ასევე მოიძიეს უამრავი ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით და შექმნეს საინტერესო პოსტერი.

ასევე, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სკოლაში არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა დარჩენილა უყურადღებოდ და სწორედ ამიტომ, ბავშვთა დაცვის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებები ჩატარდა.

მოსწავლეების პრეზენტაცია - „პანდემიები და მსოფლიო“ იხილეთ ბმულზე.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება

მასწავლებლების, დირექტორებისა და სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვებინარი ჩატარდება

დამატებითი უფლებამოსილება მანდატურის სამსახურისთვის - ცვლილება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების წესში

საკლასო ფორმატში ერთ მსმენელზე საფასური განისაზღვრა - ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-4 კლასელი ქართულ ენის „კინგსის“ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გავიდა

მასწავლებლები დედაქალაქ თბილისში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში

გაიმართა თემატური აქტივობები და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ამა თუ იმ პლანეტის შესახებ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება