სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლას 6 მედლის კანდიდატი და საბაზო საფეხურის 4 წარჩინებული მოსწავლე ჰყავს
28-06-2022
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად დიდი წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგები მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოს სთავაზობდნენ, რაც შედეგებზე დადებითად აისახა.

სკოლის საშუალო საფეხური ოთხმა მოსწავლემ ოქროს მედლით, ხოლო ორმა ვერცხლის მედლით დაასრულეს.

საბაზო საფეხურის ოთხი მოსწავლე კი „ჩემი პირველი კომპიუტერის“ კანდიდატი გახლავთ.

„კვლავ გვასახელეს საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულებმა, კერძოდ, ოთხმა მათგანმა: ხატია და რევაზ ღოლიჯაშვილებმა, გიორგი ჭეჭელაშვილმა და ნატალი ჩალაურმა ოქროს მედლები დაიმსახურეს, ხოლო ნია ჩალაურმა და დავით ღოლიჯაშვილმა ვერცხლის მედლებით დაიმშვენეს მკერდი. ექვსივე მოსწავლემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შრომას, გარჯას და მონდომებას წინ ვერაფერი დაუდგება: არ დაზოგავ თავს - მიაღწევ საწადელს, სიზარმაცე კი ყოველი ნაკლოვანების დედაა.

რაც შეეხება საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს, ყოველმა მათგანმა დაძლია საფეხური, ხოლო ოთხი მათგანი გამორჩეულია: თამარ და ელენე მეზვრიშვილებმა, ანი ჩალაურმა და ალექსი ბერიანიძემ საფეხური 10 ქულით დაძლიეს (დამრგვალების გარეშე) და „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ღირსეული პრეტენდენტები გახდნენ.

სკოლის პედკოლექტივი, დირექცია და მოსწავლეთა მშობლები ულოცავენ ჩვენს სახელოვან მოსწავლეებს, უსურვებენ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და ახალ-ახალ წარმატებებს. განსაკუთრებით გამოვყოფთ პირველ ექვს ახალგაზრდას, რომელთაც, ასევე, ეროვნულ გამოცდებში გამარჯვებას უსურვებენ სხვა აბიტურიენტებთან ერთად“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
ეს გამარჯვება მოსწავლეთა ცოდნის, ფართო თვალსაწიერის, სწრაფი აზროვნების, მიზანდასახულობისა და გუნდური თანამშრომლობის ნათელი დასტურია
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება