სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლის 8 პედაგოგი ოზურგეთის რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდა
27-06-2022
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებლები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

ერთ-ერთი ასეთი იყო ოზურგეთის რაიონული კონფერენცია - „ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესში“. 

მასში სკოლის 8 პედაგოგი ეკატერინე არუსია, ინდირა შათირიშვილი, თამილა ხელიძე, მზია ვაშალომიძე, ხათუნა ბარამიძე, ნანა ბაჯელიძე, თინათინ ანტოიანი და გიორგი ჭელიძე მონაწილეობდნენ. მათ ცხრა საგნობრივი მიმართულება ჰქონდათ: დაწყებითი კლასების, ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმცოდნეობა, მე და საზოგადოება, გეოგრაფია ფიზიკა, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინკლუზიური განათლება და ლიდერობა. 

მათ იმის შესახებ, თუ როგორ ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევები უშუალოდ სასწავლო პროცესში, საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები წარადგინეს. 

გარდა ამისა, მასწავლებელთა მიერ მომზადებული სასწავლო რესურსების გამოფენაც მოეწყო. ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებლების ნამუშევრები, ამ მხრივაც, საინტერესო იყო. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ.

„მინდა მივულოცო ყველა გამომსვლელს პროფესიული აღიარება და ვისურვო შემდეგ კონფერენციებზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი შემადგენლობა წარმოგვეჩინოს.
ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემი კოლეგებით.
თითოეული მასწავლებლის წარმატებაში დიდია ხვედრითი წილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმ საგნობრივი ქოუჩებისა, რომლებიც ასე თავდაუზოგავად მუშაობდნენ თითოეულ მასწავლებელთან ახალი სკოლის მოდელის შინაარსის და მეთოდების გაცნობიერებიდან - საგაკვეთილო პროცესში დანერგვამდე.
მადლობა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურცენტრის მთელ შემადგენლობას და განსაკუთრებით ქალბატონ ლელა იმედაშვილს, ზოგადად, სკოლებთან არაჩვეულებრივი თანამშრომლობისთვის და კერძოდ, კონფერენციის მაღალ დონეზე მომზადებისა და ჩატარებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება