სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

25 საპილოტე სკოლაში ბილინგვური სწავლება ინერგება
16-06-2022
-
+


ეროვნული უმცირესობების 25 საპილოტე სკოლაში მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვურად დანერგვა, რაც გულისხმობს საგნების მშობლიურ და ქართულ ენებზე სწავლებას.

მესამე თაობის ეროვული სასწავლო გეგმის ბილინგვურად დანერგვის ხელშესაწყობად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტები უშუალოდ არიან ამ პროცესებში ჩართულნი. ისინი ორენოვანი სწავლებისათვის ქმნიან სპეციალურ სასწავლო რესურსებს, რომლებსაც განიხილავენ და დასანერგად ამზადებენ ორენოვან საგნობრივ მასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

რეფორმის ფარგლებში შექმნილი რესურსები ასევე ითარგმნება მშობლიურენოვანი სწავლებისთვის, რომლებიც პერიოდულად მიეწოდება ადგილობრივ მასწავლებლებს და გადის პილოტირებას. ამავდროულად, რესურსების დანერგვის მიზნით იმართება სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები.

ამჯერად, გთავაზობთ სიახლეებს ფიზიკურ აღზრდასთან დაკავშირებით: სამინისტროს ორენოვანმა ექსპერტებმა დაგეგმეს შეხვედრებები ადგილობრივ ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებთან. ამ შეხვედრების მიზანი იყო მძლეოსნობის თემასთან დაკავშირებული კომპლექსური დავალების ნიმუშის განხილვა და ამაზე დაყრდნობით მიმდინარე სემესტრის ბოლომდე, დაწყებით საფეხურზე, ერთი კომპლექსური დავალების განხორციელება. სემესტრის ბოლოს დაგეგმილია ფესტივალის ორგანიზება „მოძრავი თამაშები მძლეოსნობის ელემენტებით“. ექსპერტები ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად განიხილავენ კომპლექსური დავალების შესრულების პროცესის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ერთად გეგმავენ პრობლემათა გადაჭრის გზებს. ამჯერად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრები მოაწყვეს ნინოწმინდის, ახალაქალაქის, ახალციხისა და წალკის სკოლებში. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება ივნისის თვეშიც.
ბილინგვური განათლების შერჩეული მოდელი ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ წიგნურ მეტყველებას, ანუ სასკოლო საგანთა აკადემიურ ენას, როგორც სახელმწიფო, ისე მშობლიურ ენებზე, რაც მომავალში მათი საზოაგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. ისინი შეუფერხებლად შეძლებენ სწავლის გააგრძელებას საქართველოს პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე სრულფასოვნად ჩართვას პროფესიულ საქმიანობასა თუ სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ აქტივობაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება