TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

13 ათასამდე პედაგოგს წამყვანის სტატუსი პირდაპირ მიენიჭოს - ინიციატივას პარლამენტში განიხილავენ
16-06-2022
-
+


პედაგოგებს, რომლებსაც  2011-2013 წლებში აქვთ ჩაბარებული პროფესიული უნარების გამოცდა პირდაპირ უნდა მიენიჭოთ წამყვანის სტატუსი - აღნიშნული მოთხოვნით განათლების დამცველთა ასოციაციამ პარლამენტს უკვე მიმართა საკანონმდებლო ინიციატივით.

როგორც კანონპროექტის ავტორი აღნიშნავს, სტატუსი (წამყვანობისა და მენტორობის) ამაღლების არსებული მოდელი  არღვევს თანასწორობის პრინციპს და დისკრიმინაციულია.

„წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, გამოცდების ჩატარების მართებულობის საფუძვლად სახელდება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტი (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება No67/ნ), რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები. გასაგებია, რომ მთავრობამ ამ მოთხოვნების აკმაყოფილების საზომად გამოცდა აარჩია, მაგრამ წინსვლის მსურველ მასწავლებლებში უკმაყოფილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ წინსვლისთვის საკმარისი არაა გამოცდის შედეგები და რომ დამატებით კიდევ საჭიროა პრაქტიკული კომპონენტის წარმატებით გავლაც. ამის გამო სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგები პირდაპირ არათანაბარ (დისკრიმინაციულ) მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმ მასწავლებლებთან შედარებით, რომლებმსაც გასულ წლებში ბევრად უფრო ადვილი შესაძლებლბა ჰქონდა სტატუსის ასამაღლებლად. განსაკუთრებით კი ის პედაგოგები არიან პირდაპირ დისკრიმინირებულები, რომლებსაც ე.წ. სქემის ძველი რედაქციით უკვე დაუგროვდათ ე.წ. კრედიტქულები, მაგრამ სქემის მოქმედი ვერსია ამ კრედიტქულებს აღარ ცნობს.

მართალია, ზემოხსენებული სტანდარტი ითვალისწინებს, როგორც პრაქტიკულ, ისე დამატებით კომპონენტს, მაგრამ ერთდროულად ორივე კომპონენტი მხოლოდ 2022 წელს შეეხებათ პედაგოგებს და გასულ წლებში ასე არ იყო, ცხადია, ამან შექმნა სრულიად ანტიკანონიერი პირდაპირ დისკრიმინაციული ვითარება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, საქართველოს შრომის კოდექსის მე–2 მუხლს, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-13 მუხლს, დისკრიმინაციის ყველ ფორმის აღმოფხვრის შესახებ მე-2,2, 10 მუხლს... აღსანიშნავია, რომ საქართვდელოს სისსხლის სამართლის 142-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია თანასწორუფლებიანობის დამრღვევი მხარის პასუხისმგებლობაც.

მასწავლებლის სტატუსის ამაღლების მსურველთათვის და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მთავრობის 241-ე დადგენილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანამდე უნდა მოხდეს ხარვეზების სასწრაფო ჩასწორება, უფრო დეტალური განხილვისა და ერთობლივი გადაწყვეტილებისთვის განათლების დამცველთა ასოციაცია კვლავ გამოხატავს მზადყოფნას ხელისუფლებასთან დიალოგისთვის.

წამყვანობის პირდაპირ მინიჭება 2011-2013 წლებში მოქმედი პედაგოგების მცირე ნაწილმა (დაახლოებით 13 ათასი) უკვე ჩააბარა პროფესიული უნარების გამოცდა. მიმდინარე წლისათვის წამყვანობისა და მენტორთა მსურველთათვის დაგეგმილ გამოცდაზე მათ, წინსვლის გამო ხელმეორედ უწევთ უკვე ჩაბარებული გამოცდის გავლა, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება მათ პირდაპირი წესით გამოცდის გარეშე მიეცეთ წამყვანობის შესაძლებლობა“,- აღნიშნულია საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება