სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა მოქმედებაა, მოტივაცია, თანადგომა და თანაგრძნობა, სიხარულით სავსე დღეებია“- ნანა ოდიშელიძე, დაბა კაზრეთის N1 სკოლის დირექტორი
14-06-2022
-
+


არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორ ნანა ოდიშელიძეს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის ...

- ადგილი, სადაც საოცრად საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობთ, ვიზრდებით და ვსწავლობთ. სკოლა მოქმედებაა, მოტივაცია, თანადგომა და თანაგრძნობა, სიხარულით სავსე დღეებია.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- მოტივაცია მემატება და უფრო მეტი მინდა გავაკეთო, როცა ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლის წარმატების მონაწილე ვხდები, როდესაც პირველი კლასის მოსწავლეები პირველად შემოაღებენ სკოლის კარს, როდესაც ჩვენი სკოლის მისამართით მადლიერების გრძნობას გამოხატავენ.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის ...

- გულს მიჩუყებს და ამავე დროს მაბედნიერებს.

- განათლების სისტემას სჭირდება...

- მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და უშუალო კონტაქტი სკოლებთან.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო ...

- ბევრი წარმატებული პროექტით: სკოლაში შეიქმნა „დებატკლუბი“, „ეკოსკოლა“. განხორციელდა სასკოლო პროექტი - „ადამიანის უფლებები“ ესგ-ს საფუძველზე მონაწილეობა მივიღეთ ეროვნულ ოლიმპიადაში. მე-3 ტურში გადავიდა ერთი მოსწავლე.​ FLEX-ის პროგრამის გამარჯვებული თამარ ჯაყელი დაბრუნდა ამერიკიდან. ერასმუსის გაცვლითი პროგრამით იტალიაში მიემგზავრება მე-10 კლასის მოსწავლე მათე გავაშვილი. მონაწილეობა მივიღეთ პროექტში - „ხმა მშვიდობისთვის“. წარმატებული მოსწავლეები იმყოფებოდნენ ბანაკში.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ...

- იზრუნონ საკუთარი შვილების ჯანმრთელობასა და კეთილგანწყობაზე. ყოველთვის გამონახონ მათთან ურთიერთობისთვის საჭირო დრო. მოუსმინონ შვილებს. ფიზიკური და სულიერი დასვენებით მოამზადონ ახალი სასწავლო წლისათვის.

- სასწავლო წლის დასასრულს ...

- მადლობას გადავუხდი ჩემს მოსწავლეებს, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში უამრავი სიხარული მოგვიტანეს. ასევე მადლობა ჩემს კოლეგებს, თანამშრომლებს, მშობლებს თანადგომასა და ნდობისათვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება