TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა განსხვავებაა მასწავლებლის პროფესიულ და საგნობრივ სტანდარტებს შორის?
11-06-2022
-
+


მასწავლებლის სტანდარტი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი საერთოა ყველა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისათვის და მოიცავს იმ აუცილებელ პედაგოგიურ უნარსა და ცოდნას, რომელიც მოეთხოვება მასწავლებელს. სტანდარტის მეორე, საგნობრივი ნაწილი კი მოიცავს იმ საგანსა და საგნობრივ ჯგუფებს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სავალდებულო საგნებად არის გათვალისწინებული.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალის ერთობლიობაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა თანამდებობის მასწავლებელი. სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

პროფესიული სტანდარტი განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციებს ყველა თანამდებობის მასწავლებლისთვის, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის, ასევე, სპეციალური მასწავლებლისთვის და მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:

  • სასწავლო პროცესი;
  • პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა.

რაც შეეხება საგნობრივ სტანდარტს, ის მოსწავლის შედეგებზეა ორიენტირებული.

საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს ცოდნის სავალდებულო მინიმუმს, რომელსაც უნდა ფლობდეს მოსწავლე საფეხურის ბოლოს. ასევე პასუხობს შეკითხვებს: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა უნდა შეეძლოს მას, რა ღირებულებებით უნდა აღიზარდოს იგი კონკრეტული საგნის ფარგლებში.

სტანდარტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  • საგნის სწავლების მიზნები;
  • სტანდარტის შედეგები და შინაარსი;
  • მეთოდიკური ორიენტირები;
  • შეფასება

საგნობრივი პროგრამები კლასების მიხედვითაა შედგენილი. ის განსაზღვრავს, თუ რა უნდა იცოდეს და შეძლოს მოსწავლემ და როგორ უნდა მივაღწიოთ საგნობრივი სტანდარტის შედეგებს, საგნობრივი პროგრამები მოიცავს ერთ ან ორ სასწავლო წელს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება