სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N7 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებით დაასრულეს
01-06-2022
-
+


გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

Iა კლასის მასწავლებელმა ხათუნა გოგიამ და მოსწავლეებმა ერთობლივი გამოსამშვიდობებელი კლიპი გადაიღეს. მუსიკისა და ტექსტის ავტორიც თავად კლასის დამრიგებელია.  

Iბ კლასის დამრიგებელმა ნინო ჩიქობავამ და მისმა კლასმა კი აკადემიური ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა შეასრულეს ცეკვები და სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს.

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

„ზოგიერთი ბავშვი სკოლაზე ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ოცნებობს, უხარიათ ახალი ჩანთა, სხვადასხვა სასკლო ნივთები ჭრის მათ თვალს, სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე, ზოგიერთ პატარას ბაღშიც კი არ უვლია და არც სკოლის ოთახებში მოუწიათ სრულფასოვნად გაკვეთილებზე დასწრება, სწორედ ამიტომ საკლასო ოთახში ყოფნა მათთვის ორმაგად ემოციურია და მასწავლებლისთვის კი რთული მათი გადაყვანა ცხოვრების ახალ ეტაპზე, მიუხედავად ამ სირთულისა, ფოთის N7 საჯარო სკოლის Iა და  Iბ კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა აღნიშნეს სასწავლო წლის დასრულება.
ემოციის გარეშე ვერავინ მოუსმენს ამ მუსიკალურ და თეატრალურ ბავშვებს, Iა კლასის კლიპმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
Iბ კლასის მოსწავლეები მოეფერნენ საკუთარ ანბანსა და დედაენას, გასაოცარი იყო მათი მახსოვრობის უნარი, მეტყველება, რომელზეც საკმაოდ რთულია მუშაობა, მშობლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და მადლიერება გამოხატეს პედაგოგისა და სკოლის მიმართ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება