სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა „არიფანა“ გამართეს
01-06-2022
-
+


დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა დღესასწაული - „არიფანა“ გამართეს. 

აქტივობა პედაგოგ ელისო ჯანელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. მასში ნახშირღელის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, მასწავლებელ ქეთი ჩუბინიძის ხელმძღვანელობით.

მესამე კლასის მოსწავლეები თავდაპირველად აგვისტოს ომის გმირის ალია ბარდაველიძის მემორიალთან მივიდნენ და მეგობარი სკოლის მოსწავლეებს მის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. 

შემდეგ ისაუბრეს, როგორ იმართებოდა საქართველოში არიფანა. შეასრულეს სიმღერა გაზაფხულის თემაზე. წაიკითხეს შიო მღვიმელისა და ელისო ბილანიშვილის ნაწარმოებები.

აქტივობებში ორივე სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„მასპინძლებმა სტუმრებს აუწყეს რომ ამაყნი არიან რადგან, სწავლობენ იმ სკოლის კედლებში, რომელიც სამშობლოსათვის თავდადებულმა ქართველმა ალია ბარდაველიძემ წარმატებით დაასრულა. თამარ გვადიბაძემ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით გააცნო აგვისტოს ომის გმირის მოსწავლეობის, სტუდენტობის და სამხედრო კარიერის ამსახველი ინფორმაცია. მოსწავლეები შეხვდნენ გმირის დედას ქალბატონ ციურის, რომელმაც დალოცა ისინი და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა.  ბავშვებმა გმირის დასთან ნათია ბარდაველიძესთან ერთად ყვავილებით შეამკეს და ქედი მოიხარეს ალია ბარდაველიძის გმირობის წინაშე. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მამულიშვილების ხსოვნას.
სტუმარ-მასპინძლებმა დღესასწაულის პირველი  ნაწილი ალია ბარდაველიძის სკვერში  გემრიელი ტკბილეულითა და კარუსელებზე მხიარულებით დაასრულეს.
ელისო მასწავლებელმა გადაწყვიტა დღესასწაულის მეორე ნაწილი მხიარული განწყობით დაეწყო და  სტუმრები ცეკვით შეიყვანა სკოლაში. ხალისიან ნოტაზე მობრძანებული ნახშირღელის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები  მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ სპორტულ თამაშებში, რომელიც როგორც ქეთი მასწავლებელმა აღნიშნა დაძაბული,  მხიარული და სასიამოვნოდ დამღლელი აღმოჩნდა ყველასთვის. მრავალფეროვანი მოძრავი თამაშები ფიზიკური აღზრდის მასწავლებელის გელა აბჟანდძის სასტვენმა  ბაგირის გაწევით დაასრულა. გამარჯვებით კი მეგობრობამ გაიმარჯვა.
დამშვიდობებისას, სტუმრებს მასპინძლებმა მაისურებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს. ჩახუტებით, სიყვარულით, კიდევ შეხვედრის სურვილით დასრულდა 2022 წლის არიფანა ზედა სიმონეთში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება