სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლაჯანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი საგანმანათლებლო პროექტის III ეტაპისთვის აქტიურად ემზადება
31-05-2022
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი GREEN CLUB პროექტში - „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ მონაწილეობს, რომელიც სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და Jaan Tõnnissoni Instituut პარტნიორობით ხორციელდება.

ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერი კი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამაა“.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში გამართული ოლიმპიადის I და II ტური წარმატებით გადალახეს;

„III ეტაპზე მონაწილეობის გასაგრძელებლად, ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინიციატივის განსახორციელებლად მივმართეთ ბატონ გიორგი ნემსაძეს და ვთხოვეთ ეთანამშრომლა ჩვენთან და გამხდარიყო აღნიშნული პროექტის თანამონაწილე.  

ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობდა მოსწავლეებთან და მხარს უჭერდა მათ წამოწყებულ ინიციატივებს.

27 მაისს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და მისი მოადგილე რევაზ ახვლედიანი ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს შეხვდა. ბატონმა გიორგიმ ყურადღებით მოისმინა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი სათემო პრობლემა, რომელიც ეხებოდა სკოლისა და ბაღის წინ სიჩქარის შემანელებელი ბარიერების არქონას, რაც საფრთხეს უქმნის მოსწავლეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ბატონი გიორგი დაგვპირდა, რომ შეეცდება მალე მოაგვაროს ეს პრობლემა და არა მარტო ბარიერებს, არამედ ვიდეო კამერებსაც დაამონტაჟებს, რისთვისაც მას წინასწარ ვუხდით დიდი მადლობას.

თანამშრომლობა შედგა, მიღება იყო საოცრად თბილი, ყურადღებიანი და პოზიტიური. უღრმესი მადლობა მათ ამისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება