სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სამშობლოსთვის თავდადებული გმირები გაიხსენეს
31-05-2022
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ღონისძიება მიუძღვნეს და სამშობლოსთვის თავდადებული გმირები გაიხსენეს. მოსწავლეებს არც მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დავიწყებიათ.

მეხუთე კლასის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოსწავლემ, სალომე ბერიძემ ღონისძიების შესახებ დეტალურად ისაუბრა:

„ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები დიდი სიხარულითა და მოწიწებით ველოდით 26 მაისს, საქათველოს დამოუკიდებლობის დღეს და ეს დღეც დადგა..

ჩვენ, ფიროსმანის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ჩვენი კლასის დამრიგებელ ლეილა ტარიელაძის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებულად მოვემზადეთ ჩვენი, ქართველების დღისთვის 26 მაისისთვის. გავიხსენეთ სამშობლოსათვის თავდადებული გმირები; ღონისძიების მომზადებაში დიდი დახმარება გაგვიწიეს უფროს და უმცროს კლასელებმაც​. ამ დღეს განსაკუთრებულად გავიხსენეთ ჩვენი მოძმე ქვეყანა, უკრაინა და კიდევ ერთხელ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა უკრაინელ ბავშვებს; საბა სურმანიძემ გაიხსენა და წუთიერი დუმილით მივაგეთ პატივი ჩვენს სახელოვან მასწავლებლებს: ემზარ ჯაიანის, იოსებ ბიბინიძის​, ანზორ ბოლქვაძის და დათო ფუტკარაძის ხსოვნას, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“, - ამბობს მეხუთე კლასის მოსწავლე სალომე ბერიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება