სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში მხატვრული ლიტერატურა განიხილეს
31-05-2022
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი - „შემოქმედი“ აქტიურად ფუნქციონირებს და უკვე არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელა.

მკითხველთა კლუბმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მზია ბაიდოშვილის რეკომენდაციის მიხედვით სხვადასხვა მხატვრულ წიგნები განიხილა და გაანალიზა.

ამჯერად, ყვარლის წმინდა ილია მართლის სახლ-მუზეუმის ეზოში მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა მოკლე მიმოხილვით გაიხსენეს
„ანა ფრანკის დღიური“ და „ბიძია თომას ქოხი“, განიხილეს „ტომ სოიერის თავგადასავალი". კითხვა-პასუხის რეჟიმითა და არგუმენტირებული მსჯელობით გამოხატეს საკუთარი სიმპათიები პერსონაჟების მიმართ. წარმოადგინეს მრავალფეროვანი საინტერესო აქტივობები. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან შექმნილმა კომიქსებმა, შედგენილმა კროსვორდმა და წარმოდგენილმა ინსცენირებამ.

„მწერალი, რომელიც კარგად წერს, ისტორიის არქიტექტორია“ - წერს ჯონ დოს პასოსი. არქიტექტურა კი მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს. მაშასადამე, ლიტერატურული სამყარო არის მთელი კაცობრიობისა და ცალკე ადამიანის ურთულესი „კომპლექსი“, რომლის შეცნობა-დათვალიერება შესაძლებელია წიგნის წაკითხვის მეშვეობით.

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი „შემოქმედი“ სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ეწეოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ქ-ნ მზია ბაიდოშვილის მიერ რეკომენდირებული მხატვრული წიგნების წაკითხვა, განხილვა, გაანალიზებას, ურთულესი არქიტექტურული ლაბირინთის დერეფნებში უსრულ მოძრაობას ახალ-ახალი ისტორიების შესაცნობად.

მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარების გარდა, ყალიბდება ლიტერატურული გემოვნება. ყურადღებას ამახვილებენ უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე, განასხვავებენ მისაღებ და უკუსაგდებ ქცევებს. ლიტერატურაზე მუშაობით, პერსონაჟების განხილვით შესაძლებლობების ფარგლებში, ასაკობრივად შეიცნობენ ადამიანის სულს და ფსიქოლოგიას.

მოსწავლეებმა პერსონაჟები ინდივიდუალური სულიერი თვალით შეაფასეს, რაც მიუთითებს მათ პიროვნულ ზრდა-განვითარებაზე, ლიტერატურის დანიშნულებაც ხომ სწორად ეს არის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება